x
image
დოზა26
ტიერი ანრი მონაკოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
image
2021 წლის ივნისამდე მონაკოს მთავარ მწვრთნელად არსენალის ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი ტიერი ანრი დაინიშნა.

41 წლის ანრის კარიერა სწორედ რომ მონაკოში დაიწყო და 1997 წელს საფრანგეთის ლიგაც მოაგებინა. შემდეგ იყო ტურინის იუვენტუსი და ბოლოს არსენალი, სადაც გაატარა კარიერის მთავარი წლები.

image

"როგორც ჩანს ბედმა ისევ მონაკოში დამაბრუნა, აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული ფეხბურთელის კარიერა და მიხარია რომ სამწვრთნელო კარიერით გაგრძელდა, მონაკო ყოველთვის ჩემ გულთან ახლოს იყო" - განაცხა ფრანგმა ფეხბურთელმა.


აღსანიშნავია რომ საგრანგეთის ლიგაში მონაკოს 6 ქულა აქვს 9 თამაშიდან, აქედან 5 მარცხია, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ორივე თამაში წაგებული აქვს.

ანრი ასევე იკავებს ბელგიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტის პოსტს 2016 წლიდან და ნაწილობრივ მისი დამსახურებაც არის, რომ 2018 წლის მსოფლიოზე ბელგიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა. ვნახოთ ამჯერად რა სტრატეგიას აირჩებს მონაკოს გუნდისთვის. წარმატებები ვუსურვოთ.

image



0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0