x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რომელია თქვენთვის წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის მომტანი ქვა დაბადების თვის მიხედვით და რა ფორმით უნდა ატაროთ ის?!
image


დაბადების თვე განსაზღვრავს იმას, თუ რომელი ქვა უნდა ატაროთ:



იანვარი

თუ იანვარში დაბადებულებს წარმატების, სიმდიდრისა და ბედნიერების მოზიდვა სურთ, ლალი და ზურმუხტი უნდა ატარონ. ქალბატონებო, შეიძინეთ ან დაამზადებინეთ ამ ძვირფასი ქვების საყურე. ლალი და ზურმუხტი ერთად არ გაიკეთოთ, ეს შეამცირებს მათ ეფექტურობას. რაც შეეხებათ მამაკაცებს, სასურველია ჰალსტუხზე დაიმაგრონ ბროში - ზომას მნიშვნელობა არ აქვს.



თებერვალი

თებერვალში დაბადებულებისთვის ზედგამოჭრილია ამეთვისტო და იასპი. თუ თქვენს ცხოვრებაში არასახარბიელო ეტაპი გაიწელა ან პირიქით, გსურთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გასტანოს იმ ბედნიერებამ ახლახან რომ დაგატყდათ თავზე, შეიძინეთ ამეთვისტოს ან იასპის ყელსაბამი. ასევე, გირჩევთ სახლში იქონიოთ ამ ქვებით მოჭედილი სუვენირი.


image


მარტი

მარტში დაბადებულებს სამკაულების ზარდახშაში აუცილებლად უნდა ეგულებოდეთ ნეფრიტი და აქვამარინი. თუ სულიერად გიჭირთ, ყოველდღე ატარეთ აქვამარინი, ხოლო თუ ფინანსური კრიზისი გაქვთ, ნეფრიტი გაიხადეთ ყოველდღიურობის მეგზურად. თუ სამსახურიც გაქვთ, კარგი შემოსავალიც და შინაგანი ბალანსიც, მაგრამ სიყვარულში არ გიმართლებთ, გაიკეთეთ აქვამარინი მხოლოდ სამშაბათობით და ხუთშაბათობით. მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ, ვურჩევთ, ნეფრიტი გამოიყენონ შაბათობით და მთელი დღის მანძილზე არ მოიხსნან.



აპრილი

აპრილის თვეში დაბადებულებისთვის წარმატება, სიმდიდრე და ბედნიერება ბრილიანტს მოაქვს. ასევე, აღსანიშნავია ოპალის მნიშვნელოვანი როლი, რომელმაც შეიძლება ითამაშოს მათ ცხოვრებაში. იმისთვის რომ შეგიმცირდეთ სანერვიულო და სადარდებელი, სასწრაფოდ გჭირდებათ ბრილიანტის სამაჯური ან ოპალის ბეჭედი. თუ ორივეს იყიდით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ნელ-ნელა ფორტუნა თქვენკენ მობრუნდება და განვითარდება მოვლენები, რომელზეც მხოლოდ თუ იოცნებებდით.


მაისი

კითხვის გაგრძელება image





4
11285
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
11285
  
2018, 11 ოქტომბერი, 17:49
ეგ ვარიანტი უფრო მომწონს :)))
2018, 11 ოქტომბერი, 17:47
მაშინ ჯერ ფორტუნა, მერე სამაჯური :)))
2018, 11 ოქტომბერი, 17:36
ბრილიანტის სამაჯურის საყიდელი ფული თუ მექნა, რაღათ მინდა ფორტუნა :)))))
2018, 11 ოქტომბერი, 14:04
გიშერ ჩასმულ ბეჭედს ვატარებდი და იმდენჯერ გაიბზარა გიშერი, ლამისაა კუდიანების და ავსულების დავიჯერო :)
0 1 4