ვაშაძე ჩავიდა საოკუპაციო ზოლში: - მეც ვიქნები პატრულირებაში რამდენიმე საათიო.
მანამდე განცხადება გააკეთა, აფხაზეთი განგრენა არაა და რუსეთი ოკუპანტიაო.
მაშინ არ იყო ოკუპანტი რუსეთი, ბატონო გრიგოლ, პუტინთან ფოტოთი რომ იწონებდა თქვენი მეუღლე თავს?
მაშინ არ იყო ოკუპანტი რუსეთი, 2008 წლის აგვისტოში ორმაგი მოქალაქეობით რომ სარგებლობდით?
2008 წლის სექტემბერშიც, ოქტომბერშიც, ნოემბერშიც რუსეთი მოქალაქე იყავით და ამით ამაყობდით, ამაყობდით...
ბევრგან მიცხოვრია, მაგრამ მე რუსული კულტურის ადამიანი ვარ და რუსული ჩემთვის მშობლიურიაო...
ეჰ, არჩევნები მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო - თქვენზეა ნათქვამი.
ჯერ ბურჭულაძე მიაგზავნეთ შვილმკვდარ მამებთან, ახლა, რუსეთის მოძულეთა სიმპათიების დამსახურება გსურთ...
თორემ, რომელ ერთ სოფელში ხართ აქამდე ნამყოფი, რომელი ერთი სოფლის გასაჭირი იცოდით, აქამდე, ბატონო გრიგოლ. რომელს დაიმახსოვრებთ, ბატონო გრიგოლ!
როდის ხართ გულწრფელი, როცა აქებთ რუსს, თუ როცა აძაგებთ? რომელი ერთი დაგიჯეროთ... Gregory Vashadze / გრიგოლ ვაშაძე
გავა დრო და თქვენც იტყვით, აუცილებლად იტყვით, რომ ეს ჩვენ დავიწყეთ ომი და ჩვენ ვართ ოკუპანტები.
გავა დრო, იმისდა მიუხედავად გაიმარჯვებთ, თუ წააგებთ, თქვენ ოკუპირებული სოფლების გვერდით არ დადგებით, ქართველის მხარეს არ დაიჭერთ.
გავა დრო და ისტორიკოსები დაწერენ, რომ 2018 წლის არჩევნებში, ხალხი წასაგებად იყო განწირული - იმიტომ რომ, ახლა ამ არჩევნებზე, რომელიც არ უნდა ავირჩიოთ - ჩვენ წავაგებთ.
წასაგებად გაგვწირეს, ვიცი და საშველს ვერ ვხედავ.
წასაგებად გაგვწირეს, ჩვენ, ხალხნი და მასკარადი მიჰყავთ მასხარებს...
ვუყურებ და ვფიქრობ, ჯამბაზობასაც ნიჭი უნდა, უნიჭო ჯამბაზების შოუ, პოლიტიკაზე ბინძურია.
აი, ამაზე ზემოთ თავი არ უნდა ამოყოს წესით, არც ერთმა...