x
image
თამილა გურაშვილი
15 წელი კომაში მყოფი პაციენტი ფრანგმა მეცნიერებმა გამოაღვიძეს
image
ვაგუსური ნერვის ელექტროსტიმულაცია დაეხმარა მეცნიერებს გაეღვიძებინათ ადამიანი, რომელიც კომაში იყო 15 წლის განმავლობაში, თავის მძიმე ტრავმის გამო - იუწყება რია ნოვოსტი.

ექიმები მუშაობდნენ ლიონის კლინიკაში მყოფ პაციენტთან, რომელიც 20 წლის ასაკში მოყვა ავტოკატასტროფაში და 15 წლის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

ბევრი ასეთი ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა მსგავს მდგომარეობაში, ვერ გამოვიდა კომიდან, რადგან დაზიანებული ქონდათ თავის ტვინის სპეციფიკური უბნები. ეს უბნები არის კავშირში ქვედა განყოფილებებთან და აკონტროლებენ სასიცოცხლო აქტივობას ტვინის ქერქის და ნერვული სისტემის სხვა ნაწილების, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გონების მუშაობაზე.

პაციენტის მუცლის ღრუში მეცნიერებმა დაამონტაჟეს სპეციალური ელექტროსტიმულატორი, რომელიც კისრის ერთ-ერთ ნერვულ დაბოლოებას უკავშირდებოდა. ამ ექსპერიმენტის შედეგებმა ბევრად გადააჭარბა მეცნიერთა პესიმისტურ მოლოდინებს. ადამიანი გამოვიდა კომიდან და დაიწყო რეაგირება გარშემომყოფების სიტყვებსა და მოქმედებებზე. ასევე შეასრულა ექთნების და ნათესავების უბრალო ბრძანებები.


მაგალითად, მან ხელახლა შეძლო თვალი მიედევნებინა საგნებისთვის, დაიწყო კისრის მოძრაობა, შეწყვიტა ძილი, როდესაც მედდა ან დედა წიგნს კითხულობდნენ, მან დაიწყო მოულოდნელი მოძრაობები და ქონდა მკვეთრი რეაქციები, რაც არ გააჩნიათ კომაში მყოფ ადამიანებს.

ბიოლოგების აზრით ყველა ეს დადებითი ცვლილებები გამოიწვია უჯრედებზე ელექტრულმა აქტივობამ. პაციენტში შეინიშნებოდა თეტა რითმების გააქტიურება, რაც მიუთითებდა რუდიმენტალური ცნობიერების არსებობაზე და ტვინის სხვადასხვა ნაწილების აქტიური კავშირების მნიშვნელოვან გაზრდაზე.

"ვაგუსური ნერვის სტიმულირებით ჩვენ შევძელით დაგვენახვებინა, რომ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ პაციენტის მდგომარეობა და დავაბრუნოთ ჩვენს სამყაროში, თუნდაც მაშინ, როცა ჩანს, რომ ყველაფერი დაკარგულია, ტვინი ინარჩუნებს შესაძლებლობას, შექმნას ახალი კავშირები და თვითონვე აღდგეს კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ." -განაცხადა ანჟელა სერიგუმ, ლიონის შემეცნებითი ინსტიტუტის მეცნიერმა საფრანგეთიდან.

0
220
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0