x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135822
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ამერიკელები ''უცხოპლანეტელების'' ევაკუატორმა დააპანიკა

image13 მაისს, ამერიკელები აშშ-ს პოლიციას არწმუნებდნენ, რომ ვაშინგტონთან ახლოს, გზაზე, უცხო მფრინავი ობიექტი შენიშნეს. ამ დღეს ზარები სამაშველო სამსახურებში არ წყდებოდა. ვერცხლისფერი ''ამოუცნობი ობიექტი'' სატვირთო მანქანას მიჰქონდა.
დაპანიკებულებმა ამ ამოუცნობ ობიექტში უცხოპლანეტელების გემი ამოიცნო, ზოგს კი ეგონა, რომ ამერიკელები ფილმს იღებდნენ. სინამდვილეში ეს ობიექტი უახლესი საფრენი აპარატი ''X-47B Pegasus'' იყო, რომელიც კალიფორნიიდან მერილენდში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე გადაჰყავდათ, სადაც მას გამოცდიდნენ.
სამხედრო პირებს და პოლიციელებს მოსახლეობის პანიკა არ გაკვირვებია, რადგან უახლესი საფრენი აპარატი მართლაც ძალიან გავს იმ საფრენ აპარატებს რომლებიც ფილმებში უცხოპლანეტელებს ჰყავთ.მათ მოსახლეობას ყველაფერი აუხსნეს და ეხლა ყველაფერი დაწყნარებულია.
ნანახზე კი twitter-ზე და facebook-ზე ბევრი ილაპარაკეს.

1
163
4-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა0794
ლაშა0794
163
  
0 1 1