რჩევები 8 დაუშვებელი შეხამება სამოსში - არ დაუშვათ ეს შეცდომები! 2018, 10 ოქტომბერი, 10:59 ერთი შეხედვით, თანამედროვე ქალისთვის თითქოს არანაირი აკრძალვა არ არსებობს მოდის სფეროში. და მართლაც, თუ ადრე ჩანთა და ფეხსაცმელი ერთმანეთისთვის უნდა შეგვეხამებინა, დღეს ამის საჭიროება აღარ დგას, თუმცა უჩვეულოს შეხამება ჩვეულთან - ყოველთვის კარგი აზრი როდია.
თუ გსურთ, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები და არასოდეს შეუხამოთ ერთმანეთს: მაღალყელიანი ჩექმები და მუხლქვემოთ ქვედაბოლოები ![]() მაღალყელიანი ჩექმა გრძელ ქვედაბოლოსთან ერთად, კომპლექტში, ვიზუალურად აპატარავებს ფეხს, მაშინაც კი, თუ გრძელი ფეხები გაქვთ, და თქვენ ჩვეულებრივზე ბევრად დაბალი ჩანხართ. როგორ მოვიქცეთ? მიდი ქვედაბოლოს ბოტილიონი ან დაბალყელიანი ფეხსაცმელი შეგიძლიათ შეუხამოთ, ან სულაც კედები. თუ მაინცდამაინც მიდი ქვედაბოლოს ჩაცმა გინდათ მაღალყელიან ჩექმაზე, მაშინ ამ ქვედაბოლოს მაღალი წელი უნდა ჰქონდეს. ქუსლიანი ბოტფორტები და გამომწვევი, დეკორიანი სამოსი ![]() ზედმეტი დეკორი გარეგნობას იაფფასიან და გამომწვევ იერს ანიჭებს. როგორ მოვიქცეთ? ბოტფორტები - ეს უკვე აქცენტია სამოსში და დამატებით დეტალებს აღარ საჭიროებს. თუ მათ ჩაცმას აპირებთ, უბრალო სამოსი უნდა შეარჩიოთ ზედმეტი აქსესუარების და დეკორის გარეშე. კაბები ან ქვედაბოლოები, რომლებიც თვალს “იტაცებენ", შეგიძლიათ იდეალურად შეუხამოთ კლასიკურ ბოტილიონებს. ქვედაბოლო “მაქსი" და გრძელი პალტო ![]() ერთად აღებული გრძელი ქვედაბოლო და ასევე გრძელი პალტო ფიგურას არაპროპორციულს და არაჰარმონიულად წარმოაჩენს. როგორ მოვიქცეთ? გრძელ ქვედაბოლოს მოკლე ქურთუკი უნდა შეუხამოთ. გრძელი პალტო შესანიშნავად გამოიყურება ჯინსზე ან კლასიკურ შარვლებზე. კოქტეილის კაბა და ჩექმები ან ბოტილიონები ![]() კოქტეილის თუ საღამოს კაბა, სხვადასხვა წვეულებასა თუ ღონისძიებაზე უნდა ჩაიცვათ, სადაც ჩექმების და ბოტილიონების ადგილი არაა. ისინი ყურადღებას კაბიდან ფეხებზე გადაიტანენ, თანაც, შესაძლოა დაგცხეთ კიდეც. როგორ მოვიქცეთ? შესანიშნავი არჩევანია ნავის ფორმის კლასიკური ფეხსაცმელი ან ქუსლიანი ღია ფეხსაცმელი, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში კოლგოტის ჩაცმაზე უარი უნდა თქვათ. ქუსლიანი ფეხსაცმელი და სამხედრო სტილის სამოსი ![]() თუ ქვედაბოლოზეა საუბარი, ქუსლიან ფეხსაცმელთან ძალიან ვულგარულ იერს მოგანიჭებთ, შარვალი კი უბრალოდ იაფფასიან “ლუქს" შექმნის. როგორ მოვიქცეთ? სამხედრო სტილის სამოსი იდეალურად ეხამებს კედებს. მისაღებია ბოტილიონებიც დაბალ ძირზე. გრძელი კარდიგანი და ქვედაბოლო მიდი ![]() გრძელი კარდიგანი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალის სილუეტი გამოიკვეთოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გეგმავთ, რომ გაშლილი მიდი-ქვედაბოლოს საშუალებით ლამაზი “ლუქი" შექმნათ. როგორ მოვიქცეთ? ასეთი სტილის ქვედაბოლოს უკეთესია მოკლე კარდიგანი შეუხამოთ. ეს აქცენტს წელზე გადაიტანს. კიდევ ერთი კარგი ვარიანტია წელში გამოყვანილი კარდიგანი, რომელიც ქამრით იკვრება. გაშლილ, ღია შეფერილობის ან მაქმანებიან ქვედაბოლოზე ასეთი კარდიგანი შესანიშნავ და მოდურ იერს მოგანიჭებთ. შარვალი-კიულოტი და ბოტასები ![]() კიულოტები ვიზუალურად სიმაღლეს აკლებენ ადამიანს და თანაც, თუ ბოტასებს შევუხამებთ, გრძელი ფეხიც კი საგრძნობლად დამოკლდება ვიზუალურად. როგორ მოვიქცეთ? ასეთი შარვალი იდეალურად ეხამება ქუსლიან ფეხსაცმელს. თუ გსურთ ვიზუალურად გაზარდოთ სიმაღლე, შეარჩიეთ ღია ფერის კიულოტი და ფეხსაცმელი. მაღალყელიანი ჩექმები და მოკლე კაბა-ხალათი ![]() ასეთი ლუქი დაუსრულებლად გამოიყურება. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ქვედაბოლოს ჩაცმა დაგავიწყდათ. როგორ მოვიქცეთ? შედარებით გრძელი კაბა-ხალათი გაცილებით ელეგანტურად გამოიყურება. ლუქი, რომელშიც აქცენტი ასეთ კაბაზეა, გაცილებით საინტერესოდ გამოიყურება. თუ მოკლე კაბა-ხალათი გაქვთ გარდერობში, შეგიძლიათ ლეგინსს შეუხამოთ. ასეთი შეხამება შეთავსებადი იქნება როგორც მაღალყელიან ჩექმებთან, ისე ბოტილიონებთან. 2544 1-ს მოსწონს
|