საბუნებისმეტყველო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე – ცოცხლად დამარხულები 2018, 12 ოქტომბერი, 10:18 ბუნების კანონის მიხედვით, ყოველი სიცოცხლე სიკვდილით სრულდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არიან ადამიანები, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე რჩებიან. ასეთ მდგომარეობაში, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი პრაქტიკულად ჩერდება, სხეული ქვავდება, მაგრამ არ კვდება. ადამიანის ასეთ მდგომარეობას ბუდიზმში და ინდუიზმში სამადჰისს («მთლიანობა, ერთიანობა; განხორციელება, დასრულება; სრულყოფილება») ეძახიან. ეს არ არის ლეთარგიული ძილი, რადგან ამ მდგომარეობაში ადამიანი არ სუნთქავს, არ ესინჯება პულსი, ჩერდება სისხლის მიმოქცევა.
იდუმალებით მოცული მაგი რადომირიადამიანის ამ მდგომარეობაში ყოფნის ერთ-ერთი მაგალითი – მაგი რადომირია. მისი სამარხი ირანში 2008 წელს, შემთხვევით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას აღმოაჩინეს. მის მავზოლეუმში სამი სარკოფაგი იყო: ერთში დიდი მღვდელმსახური და მაგი იყო ჩასვენებული. მისი ვინაობა სამარხის შიგნით აღმოჩენილი წარწერების მიხედვით დაადგინეს. ამ ისტორიაში თითქოს განსაკუთრებული არაფერია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ადამიანი, რომელიც სარკოფაგში იწვა, ცოცხალი იყო. მაგრამ, ანაბიოზური (გაყინული ცხოვრება) ძილის მსგავს მდგომარეობაში. ჩატარებული კვლევების თანახმად, ეს ადამიანი სავარაუდოდ, 800 წლის წინ ცხოვრობდა. დანარჩენ სარკოფაგებში წიგნები და რუკები იყო. ამ აღმოჩენის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი – ის დღემდე გასაიდუმლოებულია. სავარაუდოდ, წიგნებში დედამიწის ისტორიის შესახებ არის მოთხრობილი, იმ ტექნოლოგიებზე, რომლებსაც ძველად იყენებდნენ. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, სამარხის სიახლოვეს, მიწის ქვეშ, აღმოჩენილია ქალაქი, უნიკალური ბიბლიოთეკით. იმასაც ამბობენ, რომ მენტალურ დონეზე რადომირს საუბარი შეუძლია და რომ მან საკონტაქტო პირებს შეატყობინა, რომ, როდესაც დედამიწაზე 4 რჩეული გაიღვიძებს – ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. დიდი ბუდისტი ბერიჰამბო ლამა დაში-დორჟო ითიგელოვის სხეული 2002 წელს ამოიღეს სარკოფაგიდან. ის ბუდისტი ბერი იყო, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა. ექსგუმაცია დღეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და აქ გასაკვირი არაფერია, რომ ამოღებული სხეული, ზოგიერთი ნიშნის მიხედვით, ცოცხალი იყო! ანდერძის თანახმად, ბერის სხეული სარკოფაგიდან 1955 და 1973 წლებშიც ამოიღეს და რელიგიური რიტუალების ჩატარების შემდეგ, ისევ სარკოფაგში ჩაასვენეს. მესამედ ამოღების და ბუდისტური რიტუალების ჩატარების შემდეგ, ბერი აღარ დამარხეს და ივოლგინსკის დაცანში (ბუდისტური სალოცავი, ბურიატია, რუსეთი) გადაასვენეს. ბერი მედიტაციის მომენტში გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, მისთვის მდგომარეობა არ შეუცვლიათ. ბერის ისტორიამ დიდი ინტერესი გამოიწვია სამეცნიერო წრეებში და კლევისთვის მათ ბერის ქსოვილის ნიმუშები (თმა და ფრჩხილები) გადაეცათ. სპექტრალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქსოვილის ცილოვანი ფრაქცია ისეთივე იყო, როგორიც ცოცხალ ადამიანებს აქვთ, + 34°C ტემპერატურაზე. რაც შეეხება სხეულს, მისი ტემპერატურა 20 გრადუსს არ აღემატება, რაც სიკვდილის ნიშანია. მაგრამ, მას არა აქვს გვამისთვის დამახასიათებელი სუნი.
წმინდა ზიტა ისე, როგორც წმინდანების უმრავლესობა, სიცოცხლეში ზიტა ძალიან კეთილი ადამიანი იყო. ის 1212 წელს დაიბადა ტოსკანას ოლქში, ქ. ლუკას მახლობლად. როდესაც 12 წელი შეუსრულად, ფატინელების ოჯახის მოახლე გახდა. მთელი ცხოვრება სწორედ იმ ოჯახში გაატარა, რადგან თავის სამუშაოს ღმერთის მიერ მინიჭებულ მოწოდებად და პირადი მორჩილების ელემენტად მიიჩნევდა. ზიტა 1272 წელს გარდაიცვალა და როდესაც 300 წლის შემდეგ მისი ექსგუმაცია მოახდინეს, აღმოჩნდა, რომ სხეული უხწნელი იყო. ის ქ. ლუკას წმ. ფრიდიანის ბაზილიკაში გადაასვენეს და 1696 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ზიტა წმინდანად შერაცხა. კსინ ჟუი კსინი ხანის დინასტიის (ძვ. წ. აღრ. 206 - 220 წწ.) პერიოდში ცხოვრობდა და იმპერეტორთან დაახლოებული დიდგვაროვანის ცოლი იყო. მას არაფერი აკლდა, ფუფუნებაში ცხოვრობდა და რადგან მადიანად უყვარდა ჭამა, ჭარბი წონით იტანჯებოდა. ძვ. წ. აღრ. 163 წ. კსინი გულის შეტევით გარდაიცვალა. როდესაც მისი სხეული 1971 წ. აღმოაჩინეს, კანი ისევ რბილი ჰქონდა და სახსრების მოძრაობა შეეძლო. წმ. ეკატერინე ლაბურე გადმოცემით, ეკატერინე ლაბურეს ხილვები ჰქონდა და ყველაზე ხშირად, ღვთისმშობელი ეცხადებოდა. ერთ-ერთი ასეთი ხილვის დროს, მას ესაუბრა კიდეც. ეკ. ლაბურე 1876 წ. გარდაიცვალა და ჩვეულებრივი ხის სასახლით დაკრძალეს. 1993 წელს მისი სხეულის ექსგუმაცია მოახდინეს, მისი წმინდანად შერაცხვის მიზნით და აღმოჩნდა, რომ მისი სხეული იდეალურ მდგომარეობაში იყო. La Doncella (ქალწული) ლა დონცელა ანუ ქალწული — 15 წლის გოგონას კარგად შენახული სხეული არის. ის ინკების ტომიდანაა და 500 წლის წინ, სავარაუდოდ, მსხვერპლად შეწირეს. რიტუალი არგენტინის ვულკანის ლიულიაილიაკოს მწვერვალზე ჩატარდა, ზღვის დონიდან 6700 მ. სიმაღლეზე. მისი და კიდევ ორი ბავშვის გვამი 1999 წ. აღმოაჩინეს. კვლევამ აჩვენა, რომ მსხვერპლშეწირვის რიტუალი ჩატარდებოდა, მისი ტომის წარმომადგენლები გოგონას დამშვიდებას ცდილობდნენ, რაც იმ პერიოდში დიდ პატივად ითვლებოდა. მის სხეულში დიდი რაოდენობით სიმინდის ლიქიორის კვალი, ხოლო პირში — კოკას (მცენარე, რომლისგანაც კოკაინს ამზადებენ) ფოთლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ინკები ამ საშუალებას იმისთვის იყენებდნენ, რომ სიმაღლის შიში დაეძლიათ. უხრწნელ მდგომარეობაში კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი სხვა ადამიანებიც არიან და მათმა რიცხვმა XIX-XX საუკუნეში განსაკუთრებით იმატა. მაგრამ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს! უხრწნელი სხეულების ფენომენი მეცნიერთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მაგრამ, საუკუნეთა მანძილზე მათ არ ეძლეოდათ წმინდანებთან მიახლოების და კვლევის ჩატარების საშუალება. მხოლოდ ბოლო წლებში შეძლეს პათოლოგ ანატომებმა, ქომიკოსებმა და რადიოლოგებმა აღნიშნული სიწმინდეების დეტალურად შესწავლის უფლების მიღება. როგორც აღმოჩნდა, უმეტეს შემთხვევაში, ეს სიწმინდეები იმ ადამიანების მუმიფიცირებული გვამები იყო, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო, წმინდანებად შერაცხეს. მაგ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იტალიელი წმინდანის მარგარიტა კორტონელის ნეშტი, რომელიც 1297 წელს გარდაიცვალა, ხელოვნურად იყო მუმიფიცირებული: მას ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები, ხოლო სხეული სპეციალური ეთერზეთებით იყო გაჟღენთილი. მაგრამ, იგივე წმინდა ზიტას ნეშტის დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი ორგანოები ადგილზე ჰქონდა, მაინც კარგად იყო შენახული. კვლევის შემდეგ, ხელოვნურად მუმიფიცირებულების მდგომარეობა გაირკვა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ადამიანის სხეული, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, დღესაც იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც სიკვდილის მომენტში იყო და ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ორგვარი შეიძლება იყოს: I — მისტიკური, – მისი უხრწნელობის ფენომენი ღვთაებრივი ჩარევით იხსნება. II — სამეცნიერო – ითვლება, რომ ზოგიერთ სამარხში მიკროკლიმატი ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიებზე და სრულად სპობს მათ, რითაც მიცვალებულის სხეულს ყველგვარი ცვლილებისგან იცავს და მის ბუნებრივ მუმიფიცირებას უზრუნველყოფს. ამ მიდგომებიდან რომელს ჩათვლის სწორად — თითოეული ადამიანის რწმენის საკითხია. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 323 6-ს მოსწონს
|