"ყველაზე განხილვადი ფოტო ინტერნეტში - ფოტო, სადაც დროში მოგზაურობაა ასახული" ( +ვიდეო )
"ყველაზე განხილვადი ფოტო ინტერნეტში - ფოტო, სადაც დროში მოგზაურობაა ასახული" ( +ვიდეო )
სოციალურ ქსელში, ტვიტერში განიხილავენ ერთ-ერთ "უცნაურ" ფოტოს. მასში ასახულია დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სანაპირო, სადაც მამაკაცს ყავისფერ პიჯაკში, რომელიც ცენტრში დგას, თითქოს მობილური ტელეფონი უჭირავს, ყოველი შემთხევისთვის უმეტესობა ასე თვლის. აღსანიშნავია, რომ ეს ფოტო გადაღებულია 1943 წელს. ამ ფოტოს ხალისით განიხილავენ და ძალიან პოპურალურიც გახდა..
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ტვიტერის მომხმარებელმა, "Stuart Humphrys"-მა, გამოაქვეყნა ფოტო წარწერით - "ბრიტანელი მუშები ომის დროს მხოლოდ შრომით არ იღლიდნენ თავს, ისვენებდნენ კიდეც - ეს "პლაჟი" გადაღებულია 1943 წლის სექტემბერს. კარგი იქნებოდა თუ ვინმე გაარკვევდა რა იყო აქ."
როგორც ხედავთ ყავისფერ პიჯაკიან კაცს არც კი ახსენებს. თუმცა კომენტარებში ერთ-ერთმა ის მოიხსენია - "კაცი ცენტრში, მემგონი, ტელეფონს ამოწმებს." სურათზე დაკვირვების შემდეგ კი ამ აზრის თავიდან მოშორება ნამდვილად ძნელია.
ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: "გარკვევით ჩანს, რომ კაცი ფოტოში ტურისტია, რომელიც დროში მოგზაურობს და ამ მომენტისათვის იყენებს თავის მობილურ ტელეფონს. როგორც იქნა ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია. ახლა კი შეგვიძლია სხვა უცნაურ ფოტოებსაც კარგად დავაკვირდეთ, ალბათ იქაც ვნახავთ რაიმე უცნაურს, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდით."
დიდი ალბათობით ეს ადამიანი უბრალოდ "სიგარეტს ახვევს", თუმცა ფოტო ძალიან სწრაფად გავრცელდა და დროში მოგზაურობის თეორიასაც ბევრი ითვალისწინებს..
იხილეთ ასევე: