ენის უმთავრესი ფუნქცია კომუნიკაციის დამყარებაა. კომუნიკაცია გულისხმობს აზრობრივ ურთიერთობას ინდივიდებსა თუ ჯგუფებს შორის. იგი შეიძლება განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური მეთოდებით
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100916184085098.jpg)
–––> არავერბალური კომუნიკაცია, ეს არის კომუნიკაციის პროცესი, როდესაც მეტყველების გარეშე ხდება ინფორმაციის გაცვლა. ესენი შეიძლება იყოს: სხეულის ენა, სახის გამომეტყველება, პოზა, თვალებით კონტაქტი და სხვ.
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100916251085098.jpg)
---> ვერბალური კომუნიკაცია სიტყვების, მეტყველების საშუალებით მიმდინარე კომუნიკაციაა.
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100916295985098.jpg)
მთელს მსოფლიოში ძირითადი საკომუნიკაციო ჟესტები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. როდესაც ადამიანებს უხარიათ, ისინი იღიმიან, როცა მოწყენილები არიან – იბღვირებიან ან ტირიან, ხოლო როცა ბრაზობენ გაბრაზებული გამომეტყველება აქვთ. თავის დაქნევა თითქმის მთელ მსოფლიოში ნიშნავს "კის" ან დადასტურებას. მხრების აჩეჩვა კი იმას, რომ ადამიანმა არ იცის ან არ ესმის რაზეა საუბარი და რა ხდება. თუმცა არსებობს სხეულის ენის სპეციფიკური გამოვლინებები, რომლებიც გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენზე და ჩვენს ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა და რომელთა ცოდნაც სასურველია ადამიანთა არავერბალურად გამოხატული გრძნობების გაგებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
1.
ამობრუნებული ხელისგულები თითქმის ყველგან ითვლება პატიოსნების, ერთგულების, ლოიალურობის ნიშნად. ადამიანები ხშირად იყენებენ ამ ჟესტს, როდესაც მათ სიმართლესა და პატიოსნებაში ეჭვი ეპარებათ.![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100916403485098.png)
2.
წინ გაშვერილი თითი აგრესიულ ჟესტად ითვლება, განსაკუთრებით დისკუსიის დროს. საუბრისას უმჯობესია ხელისგულები ღია პოზიციაში გვქონდეს, ასე თანამოსაუბრის მშვიდსა და პოზიტიურ დამოკიდებულებას დავიმსახურებთ.
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100916412185098.png)
3.
თუ ადამიანი, რომელიც საუბრობს ასეთ ჟესტს აკეთებს, ანუ ცდილობს პირის დაფარვას, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტყუება, მაგრამ თუ ის მსმენელის როლშია და ასეთ ჟესტს აკეთებს, ფიქრობს, რომ მოსაუბრე იტყუება. ასევე სიცრუის ფართოდაღიარებული გამომეტყველებაა საკუთარ ცხვირზე შეხება.
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100916420385098.png)
4.
ლოყაზე მიბჯენილი ჩაბრუნებული ხელი წინ გაშვერილი თითით შემფასებლურ ჟესტად მიიჩნევა. ჟესტი ასევე მიუთითებს, რომ მსმენელი მოსაუბრისადმი ინტერესს კარგავს და თავაზიანობისთვის ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს.
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100916425385098.png)
5.
საათის ხშირ-ხშირად შემოწმება მობეზრების ნათელი ნიშანია, განსაკუთრებით თუკი ვინმეს ესაუბრებით. ასევე ცუდი ნიშანია ფრჩხილების კვნეტა საუბრის დროს. თავიდან აიცილეთ ამგვარი აშკარა და უარყოფითი მნიშვნელობის ჟესტიკულაცია.
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100916475585098.jpg)
6.
გადაჯვარედინებული ხელები თავდაცვის პოზაზე მიანიშნებს. ![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100916522585098.png)
7.
როდესაც მოსაუბრე იღებს რთულ გადაწყვეტილებას, ისრესს ნიკაპს და ოდნავ ჭუტავს თვალებს, თითქოს სადღაც შორს ეძებს პრობლემის გასაღებს.
თუ ადამიანი ხელს პირში იდებს და ტუჩებს იკვნეტს, ესე იგი ის ყოყმანობს, დახმარება ან გამხნევება სჭირდება
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100916572585098.gif)
8.
თუ ადამიანი ხელს პირში იდებს და ტუჩებს იკვნეტს, ესე იგი ის ყოყმანობს, დახმარება ან გამხნევება სჭირდება.
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100917023185098.gif)
9.
ასეთი ჟესტით ადამიანები საკუთარ პოზიციაში დარწმუნებას გამოხატავენ.
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100917132385098.jpg)
10.
დაბოლოს: თავის დაქნევა, თვალების ხშირი კონტაქტი, ხელების მაგიდაზე გაშლილ მდგომარეობაში, ღიმილი და ქურთუკის ღილების შეხსნა იმ ჟესტთა არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ადამიანები მათ თანხმობასა და თანადგომას გამოხატავენ.
![სხეულის ენა - როგორ უნდა მივხვდეთ, რას
ფიქრობს ადამიანი? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201810/2018100917142685098.jpg)