ბრიტანელმა ექსპერტებმა განცხადება გააკეთეს, თუ რატომ არ შეიძლება ერთჯერადი საპარსის რამდენჯერმე გამოყენება. ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასარიდებლად ისინი მოსახლეობას ურჩევენ, საპარსის პირი ყოველდღე გამოცვალონ.
კოსმეტოლოგი საბრიკა კარიმი განმარტავს, რომ საპარსი ბაქტერიების გამრავლების წყაროა, რამდენადაც ხშირად ის სველ მდგომარეობაში ინახება. ჰიგიენური საშუალების ასე გამოყენებას კი კანის ინფექციის გამოწვევა შეუძლია - სიწითლე, გაღიზიანება, ფსევდოფოლიკულიტი, ანთებითი ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპერტროპიკული ნაწიბურები და ქელოიდები.
"ჩნდება წითელი მუწუკები. კიდევ უფრო უარესი - თმის ფოლიკულები შტაპჰყლოცოცცუს Aურეუს-ით დაავადდება, რაც პუსტულებისა და ნაწიბურების გამრავლებას შეუწყობს ხელს.