ტენდენციები სამოსის ეტიკეტის 17 წესი, რომელიც ყველა ნამდვილმა ქალმა უნდა იცოდეს 2018, 8 ოქტომბერი, 12:06 ქალის თეთრეულს არა მხოლოდ ნაკლოვანი მხარეების შენიღბვა შეუძლია, არამედ ძალუძს სრულიად “გააფუჭოს" ჩვენი გარეგნობა, თუ არასწორ მოდელს და ზომას შევარჩევთ. გარდა ამისა, ლამაზი და არავულგარული იერის შესაქმნელად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თეთრეულის ტარების ეტიკეტის წესები.
ნახევრადგამჭვირვალე ბლუზა თხელი, ნახევრადგამჭვირვალე ბლუზის ქვეშ ჩასაცმელად იგივე შეფერილობის ბიუსტჰალტერი უნდა შეარჩიოთ. თუკი ადრე კონტრასტული ფერის ბიუსტჰალტერი მოდურად ითვლებოდა, დღეს ეს ცუდ ტონად მიიჩნევა. * თეთრის ქვეშ ჩაიცვით ისეთი თეთრეული, რომელიც თქვენი კანის ფერთან იქნება მიახლოებული. *შერჩეული ბიუსტჰალტერი ერთ ტონში უნდა იყოს და არა სახეებიანი ან პრინტიანი. *თუ სამოსი ძალიან გამჭვირვალეა, ბიუსტჰალტერი მაქმანის უნდა იყოს-ბრალეტი. ან შეგიძლიათ ბლუზის ფერის შესაბამისი მაქმანებიანი მაისური ჩაიცვათ სამოსის ქვეშ. ბიუსტჰალტერი თეთრეულთან დაკავშირებით, ყველა სტილისტის რჩევას ერთი პრინციპი აქვს: თეთრეული შესამჩნევი არ უნდა იყოს. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ მასალას, რომლისგანაც ბიუსტჰალტერია დამზადებული. *რაც უფრო სქელი და განიერია სამოსი, მით უფრო მეტი არჩევანი გაქვთ ბიუსტჰალტერის ასარჩევად. შეგიძლიათ მაქმანებიანი და ნაქარგებიანი ბიუსტჰალტერიც თამამად შეარჩიოთ. *თუ მომდგარ სამოსს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ბიუსტჰალტერი გლუვი უნდა იყოს, ტანზე კარგად მომდგარი. კოლგოტი კოლგოტი ნებისმიერ სამოსს შეგვვიძლია შევუხამოთ. თუმცა, არასწორად შერჩეულმა ფერმა და მასალამ შესაძლოა სრული “ჩავარდნა" გამოიწვიოს. უნდა გაითვალისწინოთ, სად იცვამთ და როგორი ფეხსაცმელი გაცვიათ. * ოფისში ერთი ფერის პრინციპი უნდა დაიცვათ. ღია ფერის სამოსს ჩალისფერი კოლგოტი უნდა შეუხამოთ, შავს კი მუქი ფერის. ამასთან, კოლგოტი ქვედაბოლოზე მუქი არ უნდა იყოს, იდეალური ვარიანტია ერთი ტონის ან ოდნავ ღია შეფერილობის კოლგოტი. * ბადე-კოლგოტი და სახეებიანი კოლგოტი შესანიშნავი არჩევანია საღამოს წვეულებისთვის, ყოველდღიური ხმარებისთვის არ გამოგადგებათ. * ფეხსაცმელზე საშუალო სისქის კოლგოტი ჩაიცვით, ჩექმაზე კი სქელი. ჩულქები იმისთის, რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, გაითვალისწინეთ შემდეგი: * თუ პატარძალი ან მედდა არ ხართ, ნუ ეცდებით თეთრი ჩულქები მოიხდინოთ. * ნახატებიანი ჩულქები ახალგაზრდა, თხელფეხება გოგონებს უხდებათ. თუ სქელი წვივები გაქვთ, ერთი ტონის ჩულქები შეარჩიეთ. * ჩულქის ოპტიმალური სისქე შემდეგნაირი უნდა იყოს: მისი მანჟეტები ერთი ხელის დადებაზე ზემოთ უნდა იყოს ქვედაბოლოს ან შორტის ბოლოდან. ტრუსები თითქოს არაფერი რთული არაა ტრუსის შერჩევაში, მაგრამ მისმა სქელმა რეზინმა თუ გამოკვეთილმა ნაკერებმა შესაძლოა ყველაზე დახვეწილი “ლუქიც" კი გაანადგურონ. * ტრუსის შერჩევისას დუნდულების ფორმაცაა გასათვალისწინებელი. თუ ლამაზი საჯდომი გაქვთ, თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი სახის ტრუსი შეიძინოთ. * თუ თხელ სამოსს ატარებთ, ტრუსის ფაქტურაც შესაბამისი უნდა იყოს -თხელი, და პირიქით. * იმისთვის, რომ ტრუსის კონტურები არ გამოგვეკვეთოს სამოსზე, გაითვალისწინეთ: შეარჩიეთ ისეთი თეთრეული, რომელიც პრობლემურ ადგილებს გადაფარავს და უპირატესობა მიანიჭეთ უნაკერო შორტ-ტრუსებს სტრინგებისა და ბიკინის ნავლად. ბრალეტი ბრალეტი პატარა ტოპია, მაქმანებითა და სხვა დეკორატიული ელემენტებით გაფორმებული. შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც ზედატანი და როგორც შიდა თეთრეული. * ბრალეტი პატარამკერდიან ქალებს უხდებათ. * თუ მას, როგორც ზედატანს ისე ჩაიცვამთ, შარვალი ან ქვედაბოლო მაღალწელიანი უნდა იყოს. * იდეალური ვარიანტია, ჩაიცვათ ისეთი ბლუზის ქვეშ, რომელიც ძალიან გამჭვირვალეა. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ ამ შემთხვევაში ბლუზა მაქმანის არ უნდა იყოს. 2140 შეფასება არ არის
|