"ყველაზე ძვირი ფოტოების ტოპ-10-ეული, რომლებიც მილიონობით დოლარი ღირს"
ფოტოები ხშირად არა მხოლოდ ინფორმაციის წყაროა, არამედ ჩვენს განწყობაზეც მოქმედებს. წიგნს, ნახატს, მუსიკას - ხომ შეუძლია ჩვენი განწყობის შეცვლა, ჰოდა, ასეა ფოტოც. მას უამრავი გრძნობის აღძვრა შეუძლია ჩვენში. ძალიან ბევრი ადამიანი აღიარებს ამას და ხელოვნების ნიმუშადაც მიიჩნევენ ფოტოებს. ალბათ ბევრ თქვენგანს არ ეცოდინებოდა, რომ ფოტოების გაყიდვა შესაძლებელია და ზოგიერთი ფოტოს ფასი მილიონობით დოლარია. გთავაზობთ ყველაზე ძვირად ღირებული ფოტოების ტოპ-10 სიას:
1. "ფანტომი", პიტერ ლიკი. ფოტო გაიყიდა 6 500 000 დოლარად
თქვენ წინაშეა ყველაზე ძვირად დაფასებული ფოტო ისტორიაში. ის გადაღებულია შტატ არიზონაში, ერთ-ერთ გამოქვაბულში.. მასში ასახული მზის სხივი მოჩვენებას წააგავს..
2. "რეინ II" 1999 წელი. ავტორი ანრეას გურსკი. გაყიდულია 4 338 500 დოლარად.
3. სინდი შერმანის ფოტო "უსათაურო". 1981 წელი. გაყიდულია 3 890 500 დოლარად.
4. "საუბრობენ მკვდრები ომში" - 1992 წელი. ჯეფ უოლის ნამუშევარი. გაყიდულია 3 666 500 დოლარად.
5. 99 ცენტი II, 2001 წელი. ანდრეას გურსკის ნამუშევარი. გაყიდულია 3 346 456 დოლარად.
6. ჩიკაგოს სავაჭრო ცენტრი. ავტორი ანდრეას გურსკი. გაყიდულია 2 355 597 დოალრად.
7. ტბა მთვარის სინათლეზე. 1904 წელი. ედვარდ შტაიხენის ნამუშევარი. გაყიდულია 2 928 000 დოლარად.
მისი ფასი განისაზღვა იმით, რომ ეს ფოტო იყო ერთ-ერთი პირველი ფერადი ფოტო ისტორიაში..
8. უსათაურო "№ 153". სინდი შერმანის ნამუშევარი. გაყიდულია 2 700 000 დოლარად.
9. ბილი კიდი. 1879-1880 წლები. ავტორი სამწუხაროდ უცნობია. გაყიდულია 2 300 000 დოლარად.
ამ ფოტოს მთავარი ღირებულება ის არის, რომ ეს ერთადერთი ფოტოა, ცნობილი ამერიკელი დამნაშავის, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია..
10. კრემლი. 2009 წელი. ავტორი დიმიტრი მედვედევი. გაყიდულია 1 750 000 დოლარად.
იხილეთ ასევე:
ერთი წამით ადრე სიკვდილამდე ( ფოტოები ) - ჩვენ ვიღვიძებთ დილით, ვიწყებთ ახალ დღეს, ვმუშაობთ, ვთამაშობთ ბავშვებთან, ვსეირნობთ მეგობრებთან... თუმცა ცოტა თუ დაფიქრებულა იმის შესახებ, რომ ეს დღე შეიძლება უკანასკნელი იყოს. რამოდენიმე ადამიანმა შეძლო გადაეღო თავისი მეგობრისთვის, უცხო ადამიანისთვის და საკუთარი თავისთვისაც კი უკანასკნელი სურათები..