x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ისტორიაში შესული ყველაზე სერიოზული სარკინიგზო ავარიები
მატარებელი, როგორც ერთ-ერთი ფორმა ტრანსპორტირებისა, გამოიგონეს ბრიტანეშთი მე-19 საუკუნის დასაწყისში, რამაც ძალიან მალე ფართო მოხმარება პოვა მრავალ ქვეყანაში და გახდა სხვა ტრანსპორტების დიდი კონკურენტი. უსაფრთხოების თვალსაზრისით, მატარებელი უკეთესი გამოსავალია ავტომობილთან და თვითმფრინავთან შედარებით, ეს ხომ ის ტრანსპორტია, რომელიც განკუთვნილ, საკუთარ რელსებზე მოძრაობს და არანაირი დაბრკოლება არ ეღობება წინ, თუმცა ამაოდ ვფიქრობთ ამგვარად, ვინაიდან ხდება კატასტროფებიც მატარებლებისა და დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთი კატასტროფების ის უსაშინლესი შემთხვევები მინდა შეგახსენოთ, რომლებიც ისტორიაში შევიდა.



image





1. Elia Ayat, ეგვიპტე.

image



მატარებელის, რომელიც 2002 წელს კაეროდან ლუქსორამდე მიემგზავრებოდა, რესტორნის ვაგონში გაზის ცილინდრი აფეთქდა. აფეთქებით გამოწვეული ძლიერი ხანძარი შვიდ "ვაგონზე" გავრცელდა, შედეგად, მგზავრები დაიწვნენ და გაიგუდნენ. მატარებელი ხალხით იყო გადაჭედილი, სამწუხაროდ მგზავრთა სია არ იყო მოცემული, ამიტომ, მსხვერპლი მხოლოდ 383 ადამიანი იყო, თუმცა, სავარაუდოდ, ის სამჯერ მეტი იყო.






2. Awash, ეთიოპია.

image

ყველაზე საშინელი სარკინიგზო ავარია 1985 წელს ეგვიპტეში დაფიქსირდა. მატარებელი 1000 მგზავრით მოძრაობდა ეთიოპიაში. აღებული სწრაფი კურსით გზად მას უნდა გადაეკვეთა მდინარის ხეობა ხიდზე, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობამ მოსახვევში გამოიწვია ბოლო 4-5 ვაგონის მოწყვეტა, რის გამოც 400 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 500-მდე კი სერიოზულად დაშავდა.






3. Torre del Bierzo, ესპანეთი.

image


1944 წლის იანვარში ესპანეთის ისტორიაშიც შევიდა სარკინიგზო ავარია, როგორც ერთა–ერთი ყველაზე საშინელი. 12 "ვაგონიანი" სატვირთო მატარებელი, რომელსაც მუხრუჭმა უმტყუნა, შეეჯახა სამგზავრო მატარებელს გვირაბში, რამაც ძალიან დიდი აფეთქება გამოიწვია და შემთხვევის ადგილზე 500 ადამიანი დაიღუპა. სამწუხაროდ რელსების დამთხვევის შესახებ მემანქანეებს დროულად ვერ აცნობეს, სწორედ ეს გახდა კატასტროფის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.






4. Balvano, იტალია.

image


იტალიაშიც მოხდა უსაშინლესი ავარია 1944 წელს. კატასტროფის მიზეზი დაბალხარისხიანი ქვანახშირი გახდა. მგზავრებით დატვირთულ მატარებელს დაბალხარისხიანმა ქვანახშირმა გადასაადგილებლად ვერ მიაწოდა საჭირო ენერგია, რამაც გამოიწვია მისი გაჩერება პირდაპირ გვირაბში და მგზავრების უდიდესი ნაწილი ( 520 კაცი ) მოწამვლით გარდაიცვალა. გადარჩა მხოლოდ ის ნაწილი მგზავრებისა, რომელთა "ვაგონი" გვირაბში არ იმყოფებოდა.






5. Ufa.

image


1989 წლის 4 ივნისს მომხდარი კატასტროფა, როგორც რუსეთის, ასევე მთელი საბჭოთა კავშირის ისტორიაში შევიდა. შემთხვევა მოხდა ქალაქ Asha-ში, Ufa-სთან 50 კილომეტრში. ორმა, საპირისპიროდ მიმავალმა მატარებელმა ელვის სისწრაფით ჩაუქროლა ერთმანეთს, რელსებზე ხახუნმა კი გამოიწვია ცეცხლის ნაპერწკალი, რომელიც მოხვდა მატარებლის გაზიან "ტურბინას" და გამოიწვია მისი აფეთქება. 37 ვაგონი სრულიად განადგურდა, 7 – დანახშირებამდე ადგილზე დაიწვა, დაშავდა 1000 ადამიანი, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობა კი მერყეობდა 575-625 - მდე.






6. Guadalajara, მექსიკა.

image


მექსიკის ისტორიაში მოხდა კატასტროფა 1915 წლის იანვარში, როდესაც მაქსიმალურად დატვირთული მატარებელი ცივ ზამთარში მიემგზავრებოდა გვადალაჯარიდან კოლიმამდე. "ბორტზე" ასევე იმყოფებოდნენ მექსიკის ერთ–ერთი რევოლუციონერი და ვენესუელის პრეზიდენტი Carranza. მგზავრთა რაოდენობა იყო იმდენად დიდი, რომ მატარებლის სახურავითაც მგზავრობდა ბევრი. ციცაბო დაღმართზე მატარებელს ამხელა დატვირთვის გამო მუხრუჭებმა უმტყუნა, რამაც გამოიწვია მისი ხევში გადაჩეხვა. 900 მგზავრიდან 600 დაიღუპა.






7. Bihar, ინდოეთი.

image


საშინელი კატასტროფა დაფიქსირდა ასევე ინდოეთის ისტორიაში. მატარებელი ქარიშხლიან ამინდში მიემგზავრებოდა მანსიდან სახარში. გზად დამტყდარმა ქარიშხლიანმა ციკლონმა და ასევე ციცაბო დაღმართზე არგამართლებულმა მუხრუჭებმა გამოიწვია მისი რელსებიდან გადასვლა და ხიდიდან მდინარეში გადავარდნა. მსხვერპლის რაოდენობა 800-მდე დაფიქსირდა, თუმცა სინამდვილეში რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, გვამების უმეტესი ნაწილი მდინარის ტორენტებმა გარეცხა და ვერ ამოიცნეს.






8. მატარებელი Peral-ი.

image


ყველაზე სიკვდილიანი სარკინიგზო ავარია მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც მოხდა არასწორ ადგილას, არასწორ დროს. 2004 წლის 26 დეკემბერს თავს დამტყდარმა ცუნამმა გაანადგურა ინდონეზია, შრი-ლანკა, ინდოეთი და ინდოეთის ოკეანის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნები, მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 300, 000 კაცი იყო. სწორედ ამ დროს მოხდა კატასტროფა მატარებლისა, სახელწოდებით "ზღვის დედოფალი", სადაც 1700 კაცი დაიღუპა და ეს ითვლება ყველაზე ტრაგიკულ, ბუნებრივ კატასტროფად კაცობრიობის ისტორიაში.




0
111
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0