სხვა პროცესორი (CPU) თუ კორპუსი(Case) 2012, 6 აპრილი, 10:39 ხშირია შემთხვევა როდესაც ამბობენ კორპუსის ნაცვლად პროცესორს. ეს ორი სიტყვა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. განვმარტოთ, პროცესორი( Central Processor Unit-CPU) - პერსონალური კომპიუტერის ცენტრალური მოწყობილობაა.მისი დანიშნულებაა პროგრამების შესრულება. პროცესორი ასრულებს ძირითად გამოთვლით ოპერაციებს, მართავს და აკონტროლებს სამუშაო პროცესს. კორპუსი (Case)- მასში თავსდება სისტემური პლატა, კვების ბლოკი, დისკური მოწყობილობები და პლატა-ადაპტერები, რომლებიც კონკრეტული პერიპერიული მოწყობილობის მართვას ახორციელებენ. 243 2-ს მოსწონს
|