Quiz მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი - კარგად დააკვირდით, რა დაინახეთ სურათზე 2018, 6 ოქტომბერი, 15:44 ფსიქოლოგიური ტესტები საკუთარი თავის ამოცნობაში გვეხმარება. ზოგჯერ ტესტი ფსიქოლოგზე უფრო ობიექტურია. ადამიანის სულის ექიმიც ადამიანია და შეიძლება რაღაც აერიოს, ხოლო ტესტებში არანაირი ხვეულები არ არსებობს. მას თავად გადიხართ და შედეგს ნახულობთ.
რა თქმა უნდა, ტესტებს ადამიანები ქმნიან. თუმცა მათ გამოქვეყნებამდეკარგად ამოწმებენ რომ უფრო ზუსტი შედეგი მივიღოთ. გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ მარტივ ფსიქოლოგიურ ტესტს. ყურადღებით დააკვირდით სურათს და განსაზღვრეთ თუ რას ხედავთ მასზე.
პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი
1.თუ სურათის ასოციაციას ფესვებთან მიყავხართ, თქვენ ინტროვერტი ხართ. კრიტიკას ყოველთვის მშვიდად და ემოციის გარეშე უსმენთ. თქვენთვის ეს კონსტრუქციული შენიშვნა, რჩევაა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ რომ განვითარდეთ. თუ ვინმე წყენას შეეცდება, უსამართლოდ დაგანაშაულებთ, ეს არ გამოუვა, რადგან მის მუხთლობას ვერც კი შეამჩნევთ. თქვენი ცხოვრება დისციპლინირებული და ორგანიზებულია. ცდილობთ იცხოვრობთ დღის განრიგის და გეგმის დაცვით. საკუთარი თავში ნებისყოფას და მორალური პრინციპებს ავითარებთ. აღწევთ ყველაფერს, რაც გსურთ. გარეგნულად საკმაოდ თავმდაბალი ხართ, რადგან ნებისმიერ მომენტს გონებით აფასებთ. 2.თუ ხე დაინახეთ, თქვენ ექსტროვერტი ხართ. გარშემომყოფების მიმართ გულწრფელი ხართ, ხოლო ურთიერთობაში ერთგული. საპასუხოდაც იმავეს ელოდებით. ურთიერთობაში საკმაოდ თავაზიანი ხართ, მაგრამ ვინმეს კისერზე დაჯდომის უფლებას არ მისცემთ. ხალხისგან ბევრს ითხოვთ, ამიტომ ძალიან მომთხოვნი ხდებით. თქვენ ნდობის მისაღწევად ადამიანების ბევრის გაკეთება უწევთ. 3.თუ ტუჩები დაინახეთ, თქვენ ამბივერტი ხართ. თქვენ შეგიძლიათ ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდეთ, მაგრამ ცდილობთ მას გვერდი აუაროთ. თქვენ გონივრულად იქვევით, მაგრამ როგორც ადამიანი ძალიან მიამიტი ხართ. ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანებს ზედმეტად ენდობით. ცდილობთ მათში მხოლოდ საუკეთესო დაინახოთ. ვინც სუსტ ადამიანად მიგიჩნევთ, ძალიან ცდება. თქვენ უბრალოდ ძალიან კეთილი ხარ, ეს კი სისუსტე არაა. ეს თქვენი ღირსებაა. თქვენ ყოველთვის შეუძლიათ მოგმართონ რჩევის ან დახმარების მისაღებად. მეგობრებმა ამის შესახებ იციან და ამ თვისებას ძალიან აფასებენ. ეცადეთ, რომ ამ თვისებით ცბიერმა ადამიანებმა არ ისარგებლონ. 5381 1-ს მოსწონს
|