შოუბიზნესი კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა საერთაშორისო კონკურსზე ჩიხტიკოპით გამოვა 2018, 5 ოქტომბერი, 22:18 ყველაზე პოპულარული ქართველი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საერთაშორისო კონკურსში “მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობს. კესარია კონკურსის მეორე ეტაპზე ქართული ნაციონალური სამოსის ჩაცმას აპირებს. მან რამდენიმე ნაციონალური კაბა და ჩიხტიკოპიც მოირგო და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. . „ჩიხტიკოპი ცოტა ადრე უნდა დავბადებულიყავი მგონი ისე მომწონს“, - წერს კესარია აბრამიძე. . კონკურსისთვის არჩეულ კაბას ის ფეისბუქზე არ გამოაქვეყნებს და მას მაყურებლები მხოლოდ შოუში ნახავენ. . შეგახსენებთ, რომ ქართველი ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა საერთაშორისო წარმოდგენაზე “MISS TRANS STAR INTERNATIONAL PAGEANT 2018” საქართველოს კანდიდატია. . საერთაშორისო სანახაობა ბარსელონაში, 2–3 ნოემბერს გაიმართება, სადაც გამარჯვებულები გვირგვინსა და ფულად პრიზს მიიღებენ. 444 1-ს მოსწონს
|