x
image
თამილა გურაშვილი
" ...ვერცერთ ეკლესიას მის სახელზე აგებულს ვერ ნახავთ..."-ჩვენი გმირი მეფეები, რომლებსაც სათანადო პატივს არ ვცემთ

image
1405 წელს, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი ამაოხრებელი თემურ ლენგი მოკვდა, მეფე გიორგი მეშვიდემ მაშინვე დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობაზე ზრუნვა, როცა ხეიბრის მიერ საქართველოში დატოვებული ყველა გარნიზონი და ჯარი გაწყვიტა, მაშინვე გადაიტანა ფართომასშტაბიანი ბრძოლები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ლენგის შვილებს და შვილიშვილებს სულ რიგ-რიგობით აწყევლინა თავ-ბედი. რაც მანამდე გიორგი ბრწყინვალეს დროინდელ საქართველოს ჩამოაჭრა თემურმა, ამ ორ წელიწადში ყველა შემოიერთა და საქართველოს დაუქვემდებარა. საჰეთ-ყერანის შვილიშვილმა ომარმა, როცა გაიგო გიორგი მეშვიდემ ირანში შემოჭრა იკადრა და თავრიზს უახლოვდებაო, მაშინვე შეკრიბა დიდი არმია და ქართველი მეფის წინააღმდეგ მიმართა. გენიალურმა სტრატეგმა, როგორიც გიორგი მეშვიდე იყო, სწორად შეაფასა სიტუაცია და მიხვდა, რომ ისედაც ლენგთან 20 წლიან ომში ჩაბმულ ქართულ ჯარს, ახალი ზედმეტი სისხლისღვრა არაფრად არგებდა და მაშინ როცა მტერი არანაირად არ მოელოდა ასეთი მცირე ჯარის თავდასხმაზე გადმოსვლას, სწორედ მაშინ დაატყდა თავს მეხივით, გიორგი მეშვიდე და შავი დღე გაუთენა თათრებს. დიდი წარმატებით ებრძოდა ქართველთა სახელოვანი მეფე ლენგის შთამომავლებს და კვლავ ჩაიბუდრა "მტრის გულებში ქართველების შიშმა ვიდრე რახსის პირამდე". მართლაც, ვინიცის როგორ წარიმართებოდა მაშინ გურჯესტანის მომავალი, რომ არა ახალი არანაკლებ ძლიერი და დაუნდობელი მტერი შავბატკნიანი თურქმანების სახით (ყარა-ყოინლუ). გიორგი მეშვიდე სწორედ შავბატკნიანებს გადაუდგა წინ 1407 წელს თავისი მცირე სამეფო გვარდიით და ჯართან ერთად თავადაც შეაკვდა უზარმაზარ თურქმანულ ურდოებს...
ასე დასრულდა ამ ადამიანის ცხოვრება, მეფის, რომელსაც მოსვენებული მეფობა არ აღირსა ბედმა და ძლიერ და სასტიკ მტერთან ბრძოლებში გაატარა მთელი თავისი მეფობის 14 წელი.. არიცოდა გიორგიმ სხვა საფიქრალი, სხვა საზრუნავი, გარდა სამშობლოსი და მიუხედავად ამისა, ისე მოივლით მთელს საქართველოს ვერსად მის სახელს ვერ წაიკითხავთ, ვერცერთ ეკლესიას მის სახელზე აგებულს ვერ ნახავთ, ვერაფერს წააწყდებით, რომელიც მის ღვაწლზე მიუთითებს, არადა თვით თემურ ლენგს, რომელმაც მთელი აზია დააჩოქა, ხელიდან გამოგლიჯა სამყაროს ის ნაწილი, საქართველოს რომ ეძახიან! "

1
3085
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
3085
  
2018, 15 ოქტომბერი, 16:53
როგორც მებრძოლი შეიძლება სახელოვანი იყო მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ჩემი აზრით ვერ დაიკვეხნიდა. ჯერ იყო და მამამისმა ბაგრატ V ოქროს ურდოსთან გააბა კავშირები და ეს იყო პირველი მიზეზი რატომაც თემურ ლენგი საქართველოში შემოიჭრა, მერე კიდე თვითონ 7-ჯერ შემოიყვანა მტერი თან თემურ ლენგი რომელიც უზარმაზარი ცუნამივით დაატყდა მთელ აზიას. ჯამში 8-ჯერ ილაშქრა საქართველოში რის შემდეგაც ქვეყანა წელში გაწყდა რასაც ქვია და იმის მერე ფეხზე აღარც დამდგარა საერთოდ. დიდად სავარაუდოა რომ ერთიანი მეფის სტატუსი ამ ლაშქრობების მერე შეირყა ზუსტად და ამას მოყვა საბოლოოდ სამეფო-სამთავროებად დაშლა ერთიანი დიდი საქართველოსი. ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მეფეს იმისთვის რომ თემურ ლენგი არ შემოსულიყო საქართველოში პირველი ბრძოლის შემდეგ, უნდა იცოდე ვის ებრძვი და ვისთან გაქვს საქმე, ტალღას რომელიც ისედაც ჩაივლის ასე უაზროდ არ უნდა შეეჯახო.
0 1 1