-სამწუხაროდ დღეს ხელფასს ვერ მოგცემთ, - უთხრა პიცერია „ქოლესტერინ პლიუსის“ დირექტორმა თავის მუშაკებს, რომლებიც კორიდორში შეკრიბა. (მის ოფისში მაგ დროს ხანძარი იყო).
-რა ჯანდაბა ხდება? - ხმა აიმაღლა სტეპანმა, რომელსაც დიდი გეგმები ჰქონდა ამ ფულზე.
-მოდი ეს ახსნას ჩვენმა ახალმა დაცვამ საველიმ.
საველი არის მელოტი, ცალთვალა, დაბალი კაცი, რომელიც მორცხვად გამოვიდა წინ და დაიწყო ლაპარაკი.
-როცა მიმქონდა ფულით გავსებული ტომარა ბუღალტერიაში, ზუსტად მაშინ გამეხსნა ზონარი. დავიხარე სათდარიგო კართან, აი, ზუსტად აქ, რომ შემეკრა ზონარი. მაგრამ ზუსტად მაშინ გაიღო კარი და ისეთი ძალით მომხვდა თავში, რომ გონება დავკარგე. როცა გონზე მოვედი ფულით სავსე ტომარა გაქრა, ზონარი კი შეკრული დამხვდა...
-ეჰ, საველი, საველი, როგორ სულელურად ჩაიჭერი! - თქვა სტეპანმა, რის შემდეგაც სტაცა ხელი და მრავალჯერ ჰკითხა: „სად წაიღე ფული?“
კითხვა: რა დაეხმარა სტეპანს საველის დანაშულის გამოაშკარავებაში?