x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
გამოვლინდა 15 ყველაზე ინტერნეტდამოკიდებული ქვეყანა მსოფლიოში
imageნახევარ საუკუნეზე მეტია, ინტერნეტი არსებობს, თუმცა, გასულ წლამდე არასდროს განუხილავთ ინტერნეტზე დამოკიდებულება ოფიციალურ დარღვევად. ეს ჩვეულებრივი, კლასიკური დარღვევაც არაა. ინტერნეტმა გავლენა მოახდინა მსოფლიო მცხოვრებლების უმეტესობაზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც მთელი დღე კომპიუტერთან სხედან, მუშაობენ და ფიქრობენ, რომ ნამდვილად ღირებულ საქმეს აკეთებენ.


ინტერნეტზე დამოკიდებულების საკითხი უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, Compare the Market-მა ანალიზი ჩაატარა, შეისწავლა WiFi-ის რაოდენობა და ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა ასობით ქვეყანაში. სტატიაში გთავაზობთ 15 ყველაზე ინტერნეტზე დამოკიდებულ ქვეყანას მსოფლიოში.









15. დანია

უფასო WiFi: 8 013

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 122


ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 97

დანია ცნობილია ფერადი შენობებითა და ქარის წისქვილებით (ენერგიის 42%-ს ქარისგან იღებს), ინტერნეტზე დამოკიდებულებით კი ის სიაში მე-15 ადგილს იკავებს. ქვეყანაში მოსახლეობის 97% იყენებს ინტერნეტს რეგულარულად, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

image








14. იაპონია

უფასო WiFi: 21 777

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 131

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 93

იაპონია ტექნიკის წარმოებაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ამიტომ გასაკვირი არაა მისი ამ სიაში ნახვა. მე-14 ადგილი კი მას WiFi-ის მოწყობილობების სიმცირის გამო ერგო. თუმცა, სხვა ყველა კვლევის მიხედვით, ქვეყანა ერთ-ერთი პირველია ინტერნეტზე დამოკიდებულების მხრივ, განსაკუთრებით კი ისეთი დიდი ქალაქები, როგორიც ტოკიოა.

image








13. ავსტრია

უფასო WiFi: 10 411

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 164

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 84

ალბათ, ავსტრია არაა ქვეყანა, რომელზეც ხშირად გსმენიათ, მაგრამ აშკარაა, მის მცხოვრებლებს ინტერნეტი თითქმის ყავასავით უყვართ.

image








12. გერმანია

უფასო WiFi: 56 910

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 126

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 90

რადგანაც გერმანული ძეხვისა და ლუდის ინტერნეტით შეკვეთა შესაძლებელია, ამ სიაში ამ ქვეყნის მოხვედრა არ უნდა გაგიკვირდეთ.

image








11. ლუქსემბურგი

უფასო WiFi: 1 160

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 133

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 98

600 000-ზე ნაკლები მცხოვრებით, ლუქსემბურგი სიაში მყოფი ყველაზე პატარა ქვეყანაა. მოსახლეობის სიმცირის მიუხედავად, მათი 98% რეგულარულად იყენებს ინტერნეტს. ეს რიცხვი ყველა სხვა ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია.

image








10. სამხრეთ კორეა

უფასო WiFi: 59 052

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 121

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 93

სამხრეთ კორეა ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, რომელიც ცნობილია ვიდეო თამაშებითა და ინსტაგრამზე ყველა კერძის გამოქვეყნების ტრენდით. გასაკვირია, რომ სამხრეთ კორეამ სიაში უფრო მოწინავე ადგილი ვერ დაიკავა, თუმცა, მე-10 ადგილი 195 ქვეყანას შორის არც ისე ცუდია.

image








9. გაერთიანებული სამეფო

უფასო WiFi: 58 400

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 120

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 95

თუ ინგლისელები ჩაის დალევით არ არიან დაკავებულები, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ინტერნეტში აკეთებენ რაღაცას. თან, გაითვალისწინეთ, რომ დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წვიმიანი და მოღრუბლული ადგილია.

image








8. საუდის არაბეთი

უფასო WiFi: 208 932

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 149

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 74

საუდის არაბეთის დროშაზე გამოსახული მახვილი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ისინი ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე დროში ცხოვრობენ, თუმცა უფასო WiFi ნამდვილად ბევრ სხვა ქვეყანაზე მეტი აქვთ.

image








7. ჰონგ-კონგი

უფასო WiFi: 4 750

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 241

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 87

მართალია, ჰონგ-კონგში პროცენტულად მოსახლეობის იმაზე ნაკლები ნაწილი იყენებს ინტერნეტს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, თუმცა ქვეყანამ მაინც მოახერხა სიაში მე-7 ადგილის დაკავება. 241 მობილური ინტერნეტი 100 ადამიანზე კი მსოფლიოში მეორე უმაღლესი მაჩვენებელია.

image








6. ბაჰრეინი

უფასო WiFi: 4 034

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 210

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 98

როგორც ლუქსემბურგში, ბაჰრეინშიც მოსახლეობის 98% იყენებს ინტერნეტს რეგულარულად. შეიძლება იმიტომ, რომ ქვეყანა აღმოსავლეთში ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წყაროა.

image








5. არაბეთის გაერთიანებული ემირატები

უფასო WiFi: 65 606

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 215

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 91

უკვე ყველაზე ინტერნეტდამოკიდებული ქვეყნების ხუთეულსაც მივადექით, სადაც ბოლო ადგილს არაბეთის გაერთიანებული ემირატები იკავებს. ქვეყნისთვის ზეთის წარმოებას უდიდესი შემოსავალი მოაქვს, ინტერნეტის სტატისტიკა კი ერთ-ერთი ყველაზე "ჯანსაღია" მსოფლიოში, თუ უფასო WiFi-ების რაოდენობას გავითვალისწინებთ.

image








4. რუსეთი

უფასო WiFi: 311 586

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 159

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 73

რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქვეყანაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ინტერნეტში პოულობს გასართობს. სიმართლე რომ ვთქვათ, რუსეთს შეიძლებოდა სიის პირველი ადგილიც მოეპოვებინა, რომ არა მილიონობით რუსი, რომელიც უდაბურ ადგილას ცხოვრობს და ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

image








3. მაკაო

უფასო WiFi: 292

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 322

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 82

322 მობილური ინტერნეტის მოხმარება 100 ადამიანზე... ეს უფრო მეტია, ვიდრე 1 ადამიანზე 3 მობილური ინტერნეტი.

image








2. ბრაზილია

უფასო WiFi: 559 490

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 118

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 61

როცა საქმე უფასო WiFi მოწყობილობებს ეხება, ბრაზილია ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში. ამ მოწყობილობების წყალობით ათობით მილიონ ღარიბ ადამიანს უფასოდ მიეწოდება ინტერნეტი. ქვეყანამ დიდი გზა უნდა გაიაროს, რომ კაცობრიობის ეს უდიდესი გამოგონება უფრო მეტისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

image








1. ამერიკის შეერთებული შტატები

უფასო WiFi: 515 925

მობილური ინტერნეტის მოხმარება (100 ადამიანზე): 123

ინტერნეტმომხმარებელი ინდივიდუალები (მოსახლეობის %): 76

ინტერნეტი აშშ-ში გამოიგონეს. ეს ქვეყანა მსოფლიო ტექნიკის სახლია, სადაც ბოლო თაობის ინტერნეტ-ტექნოლოგიები იბადება, დაწყებული 2010 წელს გამოშვებული 4G LTE0დან, დამთავრებული ერთ მილიონ ბიტიანი ინტერნეტით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, YouTube-ზე ვიდეოებს 4K რეზოლუციით და წამში 60 მოძრავი კადრით უყუროთ. ბუნებრივია და, ალბათ, არავისთვისაა გასაკვირი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ინტერნეტდამოკიდებული ქვეყნების სიის სათავეშია.

image

სახალისო ფაქტი: საშუალო ამერიკელი დღე-ღამეში 24 საათს ატარებს ინტერნეტში. ასეთი მონაცემი სხვა არც ერთ ქვეყანაში არსებობს.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. გამოვლინდა 20 ყველაზე ზარმაცი ერი მსოფლიოში

image


2. გამოვლინდა 20 ყველაზე სიმპათიური მამაკაცი მსოფლიო მასშტაბით

image


3. ეს 10 რამ ახლავე უნდა წაშალოთ Facebook-დან!

image


1
210
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
210
  
2018, 5 ოქტომბერი, 9:13
ბოლო ხუთეულმა ძალიან დამაეჭვა, ნუ აშშ-ს გამოკლებით.
0 1 1