x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
შორი გზით და მშვიდობითო

შორი გზით და მშვიდობითო მართალია ყველა ვეთანხმებით ამ გამონათქვამს მაგრამ როდესაც ვჩქარობთ ზოგჯერ ისე ვეთამაშებით საკუთარ ბედისწერას და ისეთ დაუფიქრებელ ნაბიჯს ვდგავთ თითქოს მეორედ ისევ შეუძლია დედას სიცოცხლე გვაჩუქოს. "რატომ ვაკეთებთ ამას?" ეს კითხვა ჩვენ ტავს ომ დავუსვათ შესაძლოა პასუხის გაცემა ძალიან გაგვიჭირდეს.


მინდა თქვენი ყურადღება გუშინ (05/04/2012) ვაჟა-ფშაველას გამზირზე თსსუ-ს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის) მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გავამახვილო. სამწუხაროდ ავტო ავარიას ემსხვერპლა ეთერ ჩერქეზოვა (გულითად სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს). ასევე თანადგომა მინდა გამოვუცხადო "HONDA"-ს მძღოლს გიორგი ტორონჯაძეს . ვისაც საჭესთან დღის მესამედის გატარება მაინც უწევს დამეთანხმება, რომ თბილისში ძალიან მოუქესრიგებელი მოძრაობაა როგორც ავტომობილების ისე ქვეითების.



ყოველდღე ისეთი სიტუაცია იქმნება თსსუს წინ რომ შეიძლება კიდევ ვინმე ემსხვერპლოს გზის გდაკვეთას, უკვე ესეთ შემთხვევას მეორედ შევესწარი და ნამგვილად არ მინდა კიდევ ვინმე დაშავდეს. ძალიან იშვიათი შემთხვევაა (როგორც იტყვიან ათასიდან ერთი შანსი) რომ სტუდენტი უნივერსიტეტის მთავარი გამოსასვლელიდან გამოვიდეს და ან ასათიანზე ავიდეს მიწისქვეშა გადასასვლელით გზის გადასაკვეთად ან ქვეითთა გადასასვლელი ხიდით ისარგებლოს. ისიც მეეჭვება ავტობუსების გაჩერებიდან ვინმემ შორი გზის გავლა მოისურვოს და გზის გადაკვეთა არ დააპიროსimage.



















როგორც სურათზე ხედავთ მანძილი არც ისე პატარაა, სამწუხაროდ ბევრს დაახლოვებით 98%-ს ეზარება ამ მანძილის გავლა და ამით თავიანთ სიცოცხლეს და მძღოლის თავისუფლებას უქმნიან საფრთხეს.

ვთხოვ თბილისის მერიას მოაწესრიგოს გადასასვლელის პრობლემა სანამ კიდევ განმეორდება ესეთი სავალალო შემთხვევა.


ნიკა ფხალაძე 06/04/2012


2
49
1-ს მოსწონს
ავტორი:fxaladzenika
fxaladzenika
49
  
2012, 20 აპრილი, 12:10
მოუქესრიგებელი მოძრაობაა
2012, 20 აპრილი, 12:10
ტავს ომ დავუსვათ
0 1 2