საქართველო ნატო ჩხეიძე პარლამენტის თავმჯდომარეს: „კალმის წვერზე მიზიხართ!“... 2018, 4 ოქტომბერი, 12:43 დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი ოჯახის წინაღმდეგ მიზანმიმართლი სიცრუის გავრცელებაში ამხილა. პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა: . „მიხეილ ჯავახიშვილმა ბახჩო ქობულოვს უთხრა: კალმის წვერზე მიზიხარო. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი 37- ში დახვრიტეს, მაგრამ ეს კალმის წვერი თაბახის ფურცლებად იქცა და ახლა ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და რა არის ბაღჩო ქობულოვი. . უნდა მივმართო მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს: კალმის წვერზე მიზიხართ... . უნდა ვამხილო ირაკლი კობახიძე ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში. უნდა განვუმარტო, რომ „ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილისთვის ბიზნესის დაბრუნებაში, „იბერიას“ დაბრუნებასა და თვით მის დაბრუნებაში, როგორც ამას ბ- ნო კობახიძე წარბშეუხრელად აცხადებს. . ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი სრული შემადგენლობით ამოქმედდა 2004 წლის 18 დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც თითქმის 1 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ უკანონოდ გააჩერე ყალბი აქციზური მარკების ბეჭვდის ბრალდებით, რაც ვერც მონახა, რადგან მსოფლიოში არ არსებობდა მაშინ ამგვარი რამ. . მიუხედავად ამისა, უკანონოდ დაადო საგადადახადო დავალიანება 24 მლნ ლარის ოდენობით, გააჩერა 1 წლის განმავლობაში და უამრავი მილიონობით ზარალი მიაყენა, - იგივე „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ მისცა რესტრუქტურიზაცია, რაც გადახდილი იქნა „ომეგა ჯგუფის“ მიერ 5 წლის განმაცლიბაში კანონის მიხედვით. . ზაზა ოქუაშვილი 2005 წლიდან რეგულარულად ჩამოდიოდა თბილისში და ზაზა ოქუაშვილმა 2013 წელს თვითონ, „ოცნების“ დახმარების გარეშე დაიბრუნა „იბერია“, მას შემდეგ, რაც სასამართლოში უჩივლა „იმედს“, ვის შემადგენლობაშიც იყო „იბერია“, მაგრმ სასამართლიმდე საქმე აღარ მისულა და „იმედმა“, ასე ვთქვათ, კეთილი ნებით გადმოსცა „იბერია“ მის კანონიერ მფლიბელს. ასე რომ, „ოცნებას“ არაფერი მოუმოქმედებია სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ და, მათ შორის, არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით . სულ პირიქით კი - რამდენიც გნებავთ... . ხოლო მათ, ვისაც ძალიან უკვირს, რომ რად უნდოდა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ზაზა ოქუაშვილისგან ბანკის საშუალებით დარეკეტებული 4 მილიონი, განვუმარტავ, რომ სწორედ იმიტომ, რატომაც უნდა თითო კოლოფი სიგარეტიდან 2.5 თეთრი.“ 269 შეფასება არ არის
|