x
აკნეს და სტრიების საწინააღმდეგოდ მუმიო !

აკნეს და სტრიების საწინააღმდეგო კრემი .

ასეთი კრემი მუმიოსგან მზადდება. გაადნეთ 6 გ მუმიო 1 ჩაის კოვზ მდუღარე წყალში. დაამატეთ ერთი ტუბიკი (80-100 გ) საბავშვო კრემი და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ სტერილურ ქილაში. ეს კრემი პრობლემურ კანზე უნდა შეიზილოთ დღეში ერთხელ. შეინახეთ კრემი მაცივარში. თუ სტრიები ახლად წარმოქმნილია, თითქმის სულ გაქრება და კანს ელასტიკურობა დაუბრუნდება.

რაც შეეხება სახეს ასევე წაისვით მთლიან სახეზე, აქვს სპეციფიკური სუნი, მაგრამ არ არის შემაწუხებელი.შეგიძლია გაიჩეროთ რამდენიმე საათის განმავლობაში.შეგეგს პირველივე ცდის შემდეგ დაინახავთ. ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს მცირე გამონაყარი მაგრამ ეს ნიშნავს რომ მოქმედებს. ამოაქვს ყველა ჩარჩენილი ბაქტერია ზედაპირზე ერთ თვიანი კურსის შემდეგ აღმოაჩენთ რომ თქვენი კანი იდიალურად გამოიყურება

მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში, გირჩევთ შეიძნოთ არა აბების არამედ ფირფიტების სახით.image

მუმიო რთული ქიმიური სტრუქტურის მქონე შენაერთია, რომელიც მოიპოვება ზოგიერთი ქვეყნის მთიან რაიონში. აღმოჩენილია მუმიოს შემადგენელი ბუნებრივი კომპლექსების დიდი მრავალფეროვნება, რომლებსაც მინერალურ-ორგანულ ნაერთებს უწოდებენ. მათი წარმოქმნის წყარო შეიძლება იყოს მცენარეული ქსოვილების, ცხოველური და მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმის პროდუქტების პრაქტიკულად ყველა კომპონენეტი.მუმიოს უნიკალურობა მის ქიმიურ შემადგენლობას უკავშირდება.

მუმიო შეიცავს მაღალ და დაბალმოლეკულურ, ორგანულ და არაორგანულ ნაერთებს. მისი არაორგანული ნაწილი შეიცავს 50-მდე ქიმიურ ელემენტს, ორგანული კი ბიოაქტიური ნივთიერებების 20-მდე ჯგუფს: ამინომჟავები, ცილები, ორგანული და ცხიმოვანი მჟავები, ალკალოიდები, კუმარინები, სტეროიდები, ფოსფოლიპიდები, ვიტამინები, ცვილისებრი ნივთიერებები, გუმინის მჟავები.

0
542
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთრინი
ქეთრინი
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0