სხვა
''მუშავ, ცხოვრება დუ–შაშივით გისვამს კამათელს? – ჰაერს რომ ვსუნთქვათ, ეს უფლება ჯერ არ წაგვართვეს!''
2018, 3 ოქტომბერი, 17:37
– საქართველოში ვის რა უჭირს ან ვინ რას ითხოვს?
– თავად მათ ვკითხოთ!
– გლეხო, როგორი მოსავალი გქონდა სიმინდის?
– ტელევიზორში ამბობენ, რომ საქმე წინ მიდის!
– მუშავ, ცხოვრება დუ–შაშივით გისვამს კამათელს?
– ჰაერს რომ ვსუნთქვათ, ეს უფლება ჯერ არ წაგვართვეს!
– მასწავლებლებო, რეფორმების სიკეთე ნახეთ?
– როგორც ნაყოფი ადრეული, ჯერ არის მკვახე!
– პროფესორებო, „ალმა მატერს“ ემდურით იქნებ?
– ბუკინისტებიც აყარეს და ვერ ვყიდით წიგნებს!
– ჯარისკაცებო, ხომ არ გიჭერთ ქართული ჩექმა?
– ახლა ბევრნი ვართ, გაიზარდა გაწვევის გეგმა!
– პოლიციელო, რამ გიცვალა ასე იერი?
– ნაღდს აღარ ვიღებთ, როგორც ადრე მილიციელი!
– პარლამენტარო, კანონებით ვინ იგრძნო შვება?
– მეც მოკვდავი ვარ, კუჭი მაინც თავისას შვრება!
– თქვენ, მომღერლებო, ჩამოვიდნენ ბარში ტურები?
– ვისაც ვუმღერით, მის წყალობას არ ვემდურებით!
– დედაო ღვთისავ, გაგიმართლებს იმედს წილხვედრი?
– სხვა გზა გქონდათ და მგონია, რომ სხვაგან მიხვედით!
– თქვი, საქართველოვ, კიდევ რაღა უნდა ასრულდეს?
– ეს ყველაფერი, ნეტავ, როდის უნდა დასრულდეს?
უცნობი ავტორი
ასევე საინტერესოა: