x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ცნობილი სასულიერო პირი პრეზიდენტობის კანდიდატია
image


ცნობილი სასულიერო პირი გიორგი ანდრიაძის გვარი სახელი 28 ოქტომბრის არჩევნებზე საპრეზიდენტო ბიულეტენში იქნება მითითებული. პრეზიდენტობის 47 მსურველიდან ცესკო-მ დიდ ნაწილს, სხვადასხვა მიზეზით, რეგისტრაციაში გატარებაზე უარი უთხრა. თუმცა, ბოლო მონაცემებით, კანდიდატად დარეგისტრირებულია და საარჩევნო კამპანიასაც უკვე აწარმოებს.


მამა გიორგი ანდრიაძე კათოლოკოს პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრია. ფიზიკის მაგისტრი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე კათოლიკოს პატრიარქის მოადგილეა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომისიაში. მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი საარჩევნო ნომერია - 51. ცნობისთვის, ის რამდენიმე წლის განმავლობაში საპატრიარქოს ტელევიზიასაც ხელმძღვანელობდა.


რაც შეეხება მის ბიოგრაფიულ მონაცემებს: 1998-2005 წლებში საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი იყო, 1999-2005 წელს საპატრიარქოს რადიო „ივერიას“ ხელმძღვანელობდა. 2007-08 წლებში ტელეკომპანია „ივერიას“ ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 2010-2018 წლებში, ამ დრომდე ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.



image

სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მამა გიორგი ანდრიაძე განსაკუთრებულად აქტიურობს და ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.


„ქართულ ისტორიულ დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი მთავარი საზრუნავია. სწორედ მათთან ერთად ავაღორძინებთ ჩვენ საქართველოს!
მათში დევს დიდი რესურსი საქართველოს გადარჩენისა, სწორედ ამიტომ სააკაშვილის ხელისუფლება მათ კარს უკეტავდა და 60 000 გადამთიელს კი საქართველოს მოქალაქეობას ანიჭებდა და მათ ქართულ მიწებს აძლევდა. თუ მათ აირჩევს ქართველი ერი ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება!!!
ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თანადგომა და ქართველებისაგან დაცლილი საქართველოს შევსება!
60 000 გადამთიელის ნაცვლად - 6 000 რჩეული ქართველი უცხოეთიდან და მათი ფინანსური თანადგომა დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენებაში., “ - წერს სასულიერო პირი ამომრჩევლისადმი მიმართვაში.


მამა გიორგი ანდრიაძე მედიას საყვედურობს და ხაზს უსვამს, რომ ტელეკომპანიები მის აქტივობებს არ აშუქებენ.


„მას-მედიამ დღეს საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია (გამოაშკარავება) გააკეთა. 20 დღის განმავლონაში პირველად მიმიწვია ტელევიზიაში 3 წუთით და თვითონვე დააფიქსირა, რომ სხვა კანდიდატებს სისტემატიურად აშუქებდა.
ამ გადაცემაშიც კი ულტალიბერალებს - უსუფაშვილს, ჯაფარიძეს, ზურაბიშვილს, ცალკე სპეციალური ჩართვები მოუწყო.
ყველასთვის ვისაც თვალი აქვს და ყური, ნათელია თუ რა "თანაბარ" პირობებში ვართ კანდიდატები ტელეეთერში.
ღვთის წყალობით და თქვენი თანადგომით ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!, “ - წერს ანდრიაძე.

.

ამავე თემაზე:>> იხილეთ პრეზიდენტობის კანდიდატთა სრული, 25 კაციანი სია და საარჩევნო ნომრები

2
82
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
82
  
2018, 2 ოქტომბერი, 7:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 2 ოქტომბერი, 7:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2