ცომეული
კარტოფილის ბურთულები
2018, 29 სექტემბერი, 14:29
შემადგენლობა: 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 250გრ საქონლის ხორცი, 2 კბილი ნიორი(დაჭრილი) 6 ცალი დაჭრილი ზეთის ხილი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 1/2 კგ მოხარშული კარტოფილი, კვერცხი, დაჭრილი ოხრახუში(ისე რომ 2 სუფრის კოვზი გამოვიდეს) 2 სუფრის კოვზი გახეხილი პარმეზანის ყველი(შეგიძლიათ გამოიყენოთ სულგუნის ყველი) 3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი საცხობი ფქვილი, 1 (გათქვეფილი) კვერცხის ცილა, მარილი, წიწაკა გემოვნებით.დაფშხვნილი სუხარი(ამოსავლებად).
მომზადების მეთოდი: საქონლის ფარში მოვთუთქოთ ისე რომ ცოტა აკლდეს, ცხელსვე გავურიოთ ზეითუნის ზეთი, დავამატოთ დაჭრილი ნიორი, მარილი, წიწაკა და დაჭრილი ზეითისხილი.შევურიოთ კარგად და ვურიოთ გაციებამდე.მოხარშული კარტოფილი, გავატაროთ ხორცის მაშინაში, თბილსვე დავამატოთ კვერცხი(+ცილა), ოხრახუში, მარილი, გახეხილი პარმეზანის ყველი, ხორბლის ფქვილი და საცხობი ფქვილი, ვზილოთ კარტოფილის ცომი სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ
შემდეგ გადავიტანოთ 20 წუთის განმავლობაში მაცივარში(არა საყინულეში)...გავაკეთოთ საშვალო ბურთულები, ხელის გულზე, კოვზის მეშვეობით მივცეთ ფორმა შიგთავსის ჩასადებად, როგორც ნაჩვენებია ფოტოზე.![კარტოფილის ბურთულები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018092914200685007.jpg)
შევავსოთ ხორცით, ბურთულები ამოვავლოთ დაფშხვნილ სუხარში და ჩავყაროთ ცხელ ზეთში, სანამ ბურთულები ოქროსფერი არ გახდება(ყავისფერი).მოვიღოთ ბურთულები და განვათავსოთ ქაღალდის პირსახოცში ჭარბი ცხიმის დასაკარგად.![კარტოფილის ბურთულები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201809/2018092914231385007.jpg)
პ.ს შიგთავსი შეგიძლიათ ხორცის ნაცვლად მოამზადოთ, მხოლოდ ყველით, თევზის ან ქათმის ფილეთი.
გემრიელად მიირთვით :)