სხვა ფენომენალური გოგონა,რომელიც არ ბერდებოდა 2018, 27 სექტემბერი, 14:11 1993 წელს აშშ-ში, ქალაქ რეიესტერტაუნში, ორსულობის 36-ე კვირაში. არაჩვეულებრივი გოგონა, ბრუკ გრინბერგი დაიბადა. ის იტანჯებოდა იშვიათი დაავადებით, რომელიც გამოვლინდა შინაგანი ორგანოების ნელი და ასინქრონული განვითარებით. მისი მაქსიმალური წონა 20 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 7250 გრამს, ხოლო სიმაღლე 76 სმ. კანის და თმის მდგომარეობა ისეთივე ქონდა, როგორც 2 წლის ბავშვს. გონებრივი განვითარება სხვადასხვა შეფასებით 1-დან 2 წლამდე მერყეობდა.
ბრუკს ყავდა 3 და. 2 უფროსი და 1 უმცროსი ასაკის, მაგრამ ოჯახში არავის ჰქონდა ასეთი დარღვევები. ჯერ კიდევ ფეხმძიმობისას ექიმები აღნიშნავდნენ, რომ არსებობდა ანომალიური დარღვევები, თუმცა ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ იმდენად უნიკალური იქნებოდა ეს ანომალიები.
მიუხედავად იმისა, რომ ბრუკს ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა ჰქონდა: ხერხემლის გამრუდება, კუჭის წყლული, ნაწლავის გაუვალობა, ინსულტი. მისი ანამნეზის დროს იყო ძალიან უჩვეულო ეპიზოდები. მაგალითად, ეპილეფსიური შეტევა, რასაც მოჰყვა საკმაოდ მტკივნეული ინსულტი, რამაც რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, არ დააზიანა ტვინი.
იყო კიდევ შემთხვევა, როდესაც ის კომაში ჩავარდა. ღრმა კომის შემდეგ, მის ტვინში დიდი სიმსივნე იქნა ნაპოვნი. ექიმებმა განაცხადეს, რომ ბრუკი არა უმეტეს 2 დღით იცხოვრებდა. თუმცა, მე -14 დღეს გოგონამ გაიღვიძა, თითქოს არაფერი მომხდარა და რენტგენმა აჩვენა, რომ სიმსივნე მთლიანად დაიშალა.
ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ექიმებს არ შეეძლოთ მისი სხეულის ანომალიების აღმოჩენა, რასაც შეიძლება გამოეწვია ორგანიზმის ასეთი განვითარება. ჩატარებული დნმ-ის კვლევებმა არ გამოამჟღავნა რაიმე მუტაციები ან გაუმართაობა.
ბრუკი 20 წლის ასაკში უცნობი მიზეზების გამო გარდაიცვალა. თუმცა ყველა მისი ორგანო ბიოლოგიურ ასაკთან შედარებით ახალგაზრდა იყო. საშუალო შეფასებით, სტომატოლოგიური ასაკი დაახლოებით 8 წელი, ხოლო ძვლის ასაკი 10 წელი იყო.
მეცნიერებმა ვერ ახსნეს, რა იყო ბრუკის სხეულში ცვლილებების მიზეზი. თუმცა, ასეთი შემთხვევების კვლევებმა შეიძლება გამოიწვიოს ასაკთან დაკავშირებული დაავადებების შესწავლა, როგორიცაა პარკინსონის დაავადება. ასევე შეიძლება სერიოზულად ღირდეს დაფიქრება უკვდავების შესახებ. მითუმეტეს, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და უკვდავების შესაძლებლობა დაამტკიცეს.
264 შეფასება არ არის
|