x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ესაა საპატრიარქოსა და სამდივნოს სირცხვილი, საკმარისი თანხა ვერ აგროვდა მისი მკურნალობისთვის

imageდღეს დილით, 36 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმსახური, 8 შვილის მამა დეკანოზი ათანასე რუხაძე.


ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ნათანიელ ერიაშვილი და ცოტნე გამსახურდია, რომელებიც მწვავედ აკრიტიკებენ საპატრიარქოს:


"მღვდელი ათანასე რუხაძე გარდაიცვალა, 8 შვილიანი ოჯახის მამა უსახსრობის გამო დაიღუპა. სირცხვილია, მეტი რა შეიძლება ვთქვა? ესაა საპატრიარქოსა და სამდივნოს სირცხვილი, საკმარისი თანხა ვერ აგროვდა მისი მკურნალობისთვის, ეს მაშინ, როცა საპატრიარქოს თითის ერთ გატკაცუნებაზე მათი კარის ბიზნესმენები მილიონებს დებენ მაგიდაზე, თუმცა, არ ესმით ამ მართლა საცოდავებსა და საწყლებს, რომ 3000 ლარიანი წიგნების გამოცემით, ხატების ოქრო-ვერცხლითა და თვალ-მარგალიტით დახუნძვლითა და უსახური ტაძრების ყოველ მეორე ნაბიჯზე შენებით, სამოთხეში ადგილს ვერ იყიდიან.

საპატრიარქო კოლოსალურ თანხებს ფლობს, განუზომელ მატერიალურ სიმდიდრეს, მაგრამ მათ საკმარისი თანხა ვერ გაიმეტეს, რომ ავადმყოფი მღვდელი გადაერჩინათ სიკვდილს, მეუღლე დაქვრივებას და 8 შვილი დაობლებას. სირცხვილი თქვენ, ფუფუნებაში რომ იხრჩობით და ქრისტიანის კი არა, ადამიანის სახე რომ გაქვთ უკვე დაკარგული, ფურთხის ღირსი ხარ შენ საპატრიარქო! მთელი თქვენი ძვირფასი შესამოსლები, აგარაკები, ძვირადღირებული მანქანები, ანგარიშები უცხოურ ბანკებში, გრანდიოზული ტაძრები და ოქროთი დახუნძლული ხატები არაფერია, თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით, სწორედ ეგ ამაზრზენი ფუფუნება გაგიძღვებათ წინ ჯოჯოხეთში ავაზაკებო, გულისამრევები ხართ და ცოდვით ყარხართ."-წერს ერიაშვილი.

image


"ჰო, ხატებისთვის შეწირული ოქროს ზოდებიც არ დაგვავიწყდეს! ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია ნახოს სამებაში დასვენებული ხატებისთვის ილია მეორეს შეწირული ოქროები! მაყუთიანების ოჯახებში ხატების ჩამოტარება ეგრე ფულის დასაცინცლად ხომ საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა თბილისში..."(ცოტნე გამსახურდია)

image

მამა ათანასე რუხაძეს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ღვიძლის გადანერგვა, მის გადასარჩენად სოციალურ ქსელში კამპანია ჯერ კიდევ ორი წლის დაიწყო, მდგომარეობა კრიტიკული იყო, საზღვარგარეთ ოპერაციისთვის 55, 000 $ აშშ დოლარი იყო საჭირო, გროვდებოდა თანხები მის გადასარჩენად, ასევე ეძებდნენ დონორს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

image


2
134
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
2018, 26 სექტემბერი, 18:13
უკვე მართლა ვფიქრობ, რომ "დავით აღმაშენებლის" წამოდგომა საჭიროა! საპატრიარქოს ეძინა, მისი სულიერი შვილი რომ უსახსრობის გამო იღუპებოდა?!!! თუ კარგი წილი ვერ შექონდა და ამიტომ გაიმეტეს!!
2018, 26 სექტემბერი, 16:15
ორი წელი თუ გრძელდებოდა კამპანია.... სად იყვნენ ადამიანები?! 2 წელში ადამიანი ვერ უნდა გადაარჩინოს ქვეყანამ, ჯანდაცვის სამინისტრომ თუ სხვა საქველმოქმედო ფონდებმა?
0 1 2