ილიაII : "უნდა გვახსოვდეს რომ ტაძარი აშენებულია წირვა-ლოცვისთვის და არა იმითვის, რომ ჩვენ ვათვალიეროთ მისი ნანგრევები, როგორც ჩვენი ისტორიის და კულტური საგანძური "
ჩვენ ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ამონარიდს პატრიარქის ქადაგებიდან.
მინდა შევეხო კიდევ ერთ, მეტად სამწუხარო საკითხს, რომელზეც ბევრს საუბრობენ ამ ბოლო დღეებში, ეს არის ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა. ამ თემაზე გამოითქვა ბევრი კრიტიკული მოსაზრება, მრავალი ურთიერთსაპირისპირო აზრი. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ტაძარი აშენებულია წირვა-ლოცვისთვის და არა იმისთვის რომ უბრალოდ ვათვალიეროთ მისი ნანგრევები, როგორც ჩვენი ისტორიისა და კულტურის საგანძური. ტაძრები უნდა აღდგეს, მათში უნდა აღდგეს ღვთისმსახურება და ისინი უნდა ემსახურებოდნენ ჩვენს ხალხში სულიერების ამაღლებას.
ამიტომ თავის დროზე მხარი დავუჭირეთ იმას, რომ ეს ტაძარი აღდგენილიყო. უკანასკნელ პერიოდში კი გავრცელდა ხმა, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენით სამუშაოებში ბევრი რამ კეთდება ისე, რომ რესტავრაციის შედეგად შესაძლოა ძეგლი დაზიანდეს, ან განადგურდეს მისი პირვანდელი უნიკალური სახე.
მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ საფრანგეთში ვიყავი, სადაც მქონდა შეხვედრა და საუბარი იუნესკოს პრეზიდენტთან ბაგრატის ტაძარზე. მინდა აღვნიშნო და დავეთანხმო ზოგიერთ კრიტიკოსს, რომ სამწუხაროდ, ბაგრატის ტაძარში ბევრი რამ არასწორად გაკეთდა. და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ აღდგენითი სამუშაოები იქ თვითნებურად, საპატრიარქოსთან შეთანხმები გარეშე მიმდინარეობდა ! ამიტომ გავეცი ბრძანება, რომ, დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა.
რესტავრაცია შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გავერკვევით, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. მართლაც, ბაგრაი მსოფლიოშ ცნობილი, დიდი ისტორიული ძეგლია და ქართული კულტურის მარგალიტია, ამიტომ ასე უბრალოდ და ხელისაღებით მას არ უნდა შევეხოთ. ბაგრატის რესტავრაცია უნდა ჩატარდეს სპეციალისტების მიერ გულდასმით შემუშავებული და შეთანხმებული გეგმის მიხედვით. ამიტომ ჩვენ გვექნება შეხვედრები იუნესკოს წარმომადგენლებთან, მოხდება ურთიერთშეთანხმება საპატრიარქოს მხარესა და აღდგენითი სამუშაოების მწარმოებელ მშენებლებს შორის და ამ საქმეს უხელმძღვანელებს საპატრიარქოს საგანგებო მუდმივმოქმედი კომისია. ჩვენი ეს გადაწყვეტილება უნდა ვაცნობოთ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს და დღეიდან უნდა შეწყდეს ბაგრატში ბაგრატში ყოველგვარი სარესტავრაციო სამუშაოები, ვიდრე არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი. არავითარ შემთხვევაშ არ უნდა დავუშვათ, რომ ბაგრატის ტაძარი იყოს ამოღებული იუნესკოს კულტურუს მემკვიდრეობის სიძველეთა ნუსხიდან.
იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი სათანადოდ მოგვარდება, ყოველი დეტალი დაწვრილებით შეისწავლება და საბოლოოდ ბაგრატი ისეთ სახეს მიიღებს, რომელიც მას არ დაუკარგავს უნიკალურობასა და სიძველე.
ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა გაგახაროთ. "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია " ! სიკეთე ბოლსო მუდამ იმარჯვებს და ჩვენ ვმადლობს უფალს მისი დიდი წყალობისათვის.
ეს იყო პატრიარქის ქადაგება ! მომავალ სტატიებში კიდევ შემოგთავაზებთ რელიგიურ სიახლეებს.