x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რომელ რიცხვში დაიბადეთ? - იცოდით რას განსაზღვრავს ის?
შემთხვევით, ალბათ არაფერი ხდება. როგორც ჩვენ დაბადების წელს და თვეს, ასევე რიცხვს აქვს არსებითი მნიშვნელობა და ჩვენი პიროვნების, გარკვეული დახასიათება შეუძლია.




image



მოდით, გავიგოთ, მართალია თუ არა ეს მეცნიერება და რამდენად ამართლებს გარკვეული რიცხვისთვის მინიჭებული დახასიათება. (წაიკითხეთ დახასიათება, რომელიც თქვენი დაბადების რიცხვისთვისაა მოცემული)



1. ნომერი პირველი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანი არის ძალიან შემოქმედებითი, ორიგინალური და დამოუკიდებელი. თუმცა თვითკმაყოფილების ორ კატეგორიად იყოფა: ერთის მხრივ საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებულია და სამსახურს უწევს სხვებსაც; მეორეს მხრივ კი ინდივიდუალისტია და ეგოისტი, არასოდეს ითვალისწინებს სხვის აზრს. ძლიერი სულის გამო, რომელიც მას აქვს, ხშირად ხდება ლიდერი და ინიციატორი. ამბიციურობის გამო კი მზად არის ბესმიერი სურვილი აისრულოს რისკების ფასადაც კი.



უარყოფითი თვისებები: იმპულსურობა, ქედმაღლობა და სიჯიუტე.





2. ორ რიცხვში დაბადებული ადამიანები ჰიპერმგრძნობელობით გამოირჩევიან და არ შეუძლიათ უყურადღებოდ დატოვონ თუნდაც უცნობი ადამიანის თხოვნა. არიან შესანიშნავი ბიზნეს პარტნიორები, კოლეგები, მეგობრები და ცხოვრების მეგზურები. შესანიშნავი დიპლომატები არიან, ასევე პატიოსანი, განათლებული, მგრძნობიარე, მხატვრული და რომანტიული ბუნებით. კარგად გამოსდით გუნდური მუშაობა, თუმცა არ უყვართ ინიციატივა და ყურადღების ცენტრში ყოფნა.


უარყოფითი თვისებები: მგრძნობიარე სამყარო, რაც ხშირად აგდებს მას დეპრესიაში.






3. რიცხვი სამი მხატვრული ფანტაზიის, კომუნიკაციის, შემოქმედებითი და თანაგრძნობის უნარის ნიშანია. ეს არის სიმბოლო ნეიტრალიტეტის და თანამშრომლობის, ვინც იცის რა არის ბედნიერება და რა სარგებელი მოუტანოს ცხოვრებამ. დაჯილდოებულია დიდი ინტუიციით, რომლის მეშვეობითაც სრულყოფილად შეუძლია იდენტიფიცირება ყველაზე მნიშვნელოვანი აზრებისა და იდეების. შეუძლია მარადიული სიყვარული და გამოირჩევა კარგი იუმორის გრძნობით.


უარყოფითი თვისებები: ასევე მგრძნობიარე სამყარო, რომლის გამოც უმნიშვნელო წვრილმანზეც კი შეუიძლება ჩავარდეს დეპრესიაში.






4. ამ რიცხვში დაბადებულები არიან პასუხისმგებელი, კეთილსინდისიერი, სერიოზული და სანდო ადამიანები, რომელთაც არ ეშინიათ გამოწვევების და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იზრუნონ უსაფრთხოებაზე. ბრწყინვალე საქმიან რეპუტაციას ფლობენ, საკუთარი ძალისხმევით შეუძლიათ ბევრ მიზანს მიაღწიონ. ფხიზლად ხვდება წარუმატებლობას, რადგან იცის რომ ნებისმიერი მარცხი ცხოვრების გამოცდილებას შესძენს. საკუთარ შეცდომებზე შეუძლიათ სასარგებლო დასკვნების გამოტანა. ნებისმიერი დაბრკოლება თუ სირთულე, უფრო უღვივებს მიზნის მიღწევის აზარტს და ყველა ძალას იხმარს ის ამისათვის.






5. რიცხვი ხუთი თავისუფლების სიმბოლოა. ამ რიცხვში დაბადებულმა ადამიანებმა კარგად იციან თუ როგორ განკარგონ და გამოიყენონ დანიშნულება მიზნისთვის. ძალიან კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე და მრავალმხრივი ადამიანები არიან, რომელთაც უყვართ ტურისტები და ავანტიურისტები. აქვთ მიდრეკილება მისტიკისკენ და ამიტომ იზიდავთ ყველაფერი იდუმალი და ამოუცნობი.


უარყოფითი თვისებები: მოუთმენელი ბუნება ხშირად ხდება მიზეზი სწრაფი არასწორი დასკვნების და გადაწყვეტილებებისა, რასაც უიღბლობა და წარუმატებლობა მოყვება შედეგად.





6. სიყვარული და გაგება, პატიოსნება და ერთგულება, ოჯახი და მეგობრობა- აი, რა არის ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი. ძალიან მაღალ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, მხატვრული ნიჭი, ჰუმანიტარული სურვილები აქვთ. მათ კეთილშობილური ბუნების გამო სხვების დახმარება, პრაქტიკული რჩევები და ხშირად ფულის გაცემა უყვართ. ძალიან სანდო მეგობარია, თუნდაც ყველაზე ინტიმური საიდუმლოსი.


უარყოფითი თვისებები: მესაკუთრე და ავადმყოფურად ეჭვიანი, პირფერი, ინტრუზიული და ჯიუტია.





7. სიბრძნის და გონებამახვილობის ნიშანია, უყვართ იმ რაღაცის ძიება და ახლის კითხვა, რაც მათ ინტელექტზე მოახდენს დადებით გავლენას. აქვთ მეცნიერებისა და გამომგონებლის ძლიერი პოტენციალი.


უარყოფითი თვისებები: დავა, სარკაზმი, სიჯიუტე, გაღიზიანებადობა.





8. ეს სიმბოლო ხასიათდება პატრონაჟით, აღმასრულებლის ძალაუფლებითა და კონტროლით. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების მოწოდებაა პოლიტიკა, ექპერტთა და კორპორაციული სამმართველო სფერო. მატერიალური წარმატება მისი თანამგზავრია, რაც ხშირად აფუჭებს მის პიროვნებას.


უარყოფითი თვისებები: ეგოცენტრიკები, დიდების და აღიარების მომხრენი არიან.





9. რიცხვი ცხრა ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური წარმომადგენელია. თავდადებული მეგობარია, რომანტიკული ცხოვრების პარტნიორისთვის და დაინტერესებული ბიზნეს პარტნიორისთვის. კეთილი და ნიჭიერია. ადვილად პატიობს ყველას და უღალატოა.


უარყოფითი თვისებები: მისი ერთდაერთი უარყოფითი თვისებაა, რომ არ აკონტროლებს საკუთარ ფინანსებს, ნებისმიერი დასახელების თანხას შეუძლია წამში გაქრეს მისი ხელიდან.






10. ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურაა. ეს არის კომბინაცია ორი უპირატესობისა- "ყველაფერი ან არაფერი". მიზნისთვის უარყოფენ ყოველგვარ ინტრიგას და მხოლოდ ჭეშმარიტ გზას ირჩევენ. სუფთა სული და დიდი გული აქვთ, რის გამოც გამოირჩევიან მეგობრებში.


უარყოფითი თვისებები: ძალიან მეოცნებეა, ამიტომ მოგიწოდებთ მოახდინეთ მიზნების ვიზულიზაცია და განხილვა, რაც მათი ასრულებით აუცილებლად დამთავრდება.





11. ერთ-ერთი ძლიერი ნიშანია, რომელიც ღრმა ბავშვობიდანვე მიმართულია შინაგან განვითარებისა და ქველოქმედებისკენ. მატერიალურ მხარეზე უკანასკნელ პუნქტში დარდობენ, მათთვის უპირველესი სულიერებაა. მათი აზრების მოსმენა ნამდვილად ღირს, რადგან ექსტრასენსული ნიჭი აქვთ.





12. ამ რიცხვში დაბადებული, ენერგიული და ცხოვრების მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანია. შინაგანი ჰორმონისა და ძალთა ბალანსის გავლენით ბრწყინვალე ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარი გააჩნია. საკრალური რიცხვია, რომელიც დიდი უპირატესობით სარგებლობს კაცობრიობაში, რადგან ათასზე მეტი წლის წინ ის აირჩიეს დღე-ღამის გამყოფ და დროის განმსაზღვრელ "ერთეულად", ასევე წელიწადში თვეების განმსაზღვრელად. ამიტომ, მათი მისია არასდროს არ არის შემთხვევითობა, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ცხოვრება შეცვალონ უკეთესობისკენ.





13. ეს რიცხვი ტრანსფორმაციის განმსაზღვრელია და დღემდე იწვევს შიშს საზოგადოებაში, თუმცა ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევიან, რომლებიც სულ რაღაც ახლის შექმნით არიან დაკავებულები. სიტყვა- სტაბილურობა კი მათ ლექსიკას არ შეესაბამება.


უარყოფითი თვისებები: მისი ერთადერთი ნაკლია შეუწყნარებლობა, დიდი ჩხუბის შემდეგ თუნდაც იმსახურებდეთ, მისგან მეორე შანსს არ უნდა ელოდოთ. ასევე არიან ზარმაცები, რაც ხშირად უშლით ხელს მიზნის მიღწევაში.





14. თავისუფლება შეზღუდვების გარეშე, სწორედ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვისაა. არ შეეცადოთ მათი რამით შეზღუდვა, თორემ წამში გაგაქრობენ საკუთარი ცხოვრებიდან. გაშმაგებული აბსოლიტურად უკონტროლო ხდება, რაზეც შემდეგ სინანულს გამოხატავს. სიყვარულში მგზნებარე და ვნებიანია, წარმატებული ურთიერთობის მიუხედავად, რეზერვში მაინც ყავს მეორე პარტნიორი. ხშირად განიცდის მარცხს ბიზნესში.




15. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები უამრავი ნიჭით გამოირჩევიან- ინჟინერი, პოეზია, გამომგონებელი, ფართო ფანტაზია. თუმცა, გადაწყვეტილებების მიღების დროს ხშირად არ ყოფნით შინაგანი დისციპლინა. ძალიან მგრძნობიარენი არიან და მტკივნეულად რეაგირებენ მცირე კრიტიკაზეც კი და ასევე ძალიან კარგად გრძნობენ სხვის ტკივილს.





16. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ღრმა ანალიტიკური აზროვნებით. არიან პასუხისმგებელი, განათლებული, მგრძნობიარე, გულუხვი, იდუმალი და დამოუკიდებელი ადამიანები. აქვთ დიდი ინტუიცია. პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობას 200% -ით გრძნობენ. სძულს ზედაპირულობა, ამიტომ როდესაც მასთან ურთიერთობას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ის სერიოზული, ძლიერი, მგრძნობიარე და ერთგულია გრძნობებში.





17. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან ამტანები არიან როგორ სულიერად, ასევე ფიზიკურად. თუ გინდათ მის გულს მიუახლოვდეთ, გაიღეთ მეტი სითბო და სიყვარული, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ შეეგუებიან სიცრუესა და თვალთმაქცობას. ძალიან რთულად იღებს უარყოფას- სიტყვა "არა" მყისიერად ხდება მათი გაბრაზებისა და აგრესიულობის მიზეზი. თუ რაღაცის ღრმად სჯერა, თუნდაც ცდებოდეს, მის გადარწმუნებას ვეღარ მოახერხებთ.




18. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები სამართლიანობისთვის მებრძოლები არიან. ისინი მზად არიან დაიცვან არამარტო საკუთარი, არამედ მეგობრებისა და კოლეგების ინტერესებიც. საკმაოდ კონსერვატიულები არიან- ნებისმიერ შემთხვევაში ეფუძნებიან მხოლოდ და მხოლოდ პირად გამოცდილებასა და ცოდნას, იშვიათად უსმენენ სხვის მოსაზრებებს. რიცხვი 18 არისტოკრატებისთვისაა განკუთვნილი. დეპრესიაში ჩავარდებიან, თუ კი მათი რეპუტაცია შეილახება. იშვიათად ვარდებიან უხერხულ სიტუაციაში, რადგან მოქმედებენ განსაკუთრებული სიფრთხილით. ღრმა ემოციური კავშირი აქვთ დედებთან, რადგან დედის მორალური მხარდაჭერა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.





19. "რასაც დასთეს, იმას მოიმკი", სოწრედ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვისაა ნათქვამი. ძალიან დიდი ყურადღება და დაფიქრება მართებთ იმაში, რასაც აკეთებენ. ნებისმიერი ქმედება (ზრახვა) რასაც ისინი ჩადიან (კეთილშობილური თუ ბოროტული) ისე არასდროს ჩაივლის მის ცხოვრებაში, ყველაფერი უკან უბრუნდება. წარსულის შეცდომებზეც ძალიან ხშირად მოუწიათ და მოუწევთ პასუხისგება. ენერგიული, პრაგმატული და სტაბილურები არიან, იშვიათად ენგრევათ ოჯახი და პროფესია. სულით-ხორცამდე მატერიალისტია, მისთვის ფასეული მხოლოდ ისაა, რასაც შეუძლია ხელით შეეხოს. ნებისმიერ წარმატებას მხოლოდ ფინანსებით აფასებს.





20. კატეგორიულად ვერ იტანენ მარტოობას, მათთვის მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოება. არიან კარგი ორატორები და ერთგული მეგობრები. კარგად გამოსდით გუნდური მუშაობა და საქველმოქმედო საქმეები. უყვართ ხმაურიანი დღესასწაულები, თავგადასავლები, არიან სტუმართმოყვარენი, რომანტიკულები. ასევე უყვართ მუსიკა, ცეკვა და გააჩნიათ შემოქმედებითი პოტენციალი. მათზე ხშირად ამბობენ, რომ "ბედი ათამამებთ", რადგან ყველაფერი ადვილად უსრულდებათ, თითქოსდა ჯადოსნური ჯოხი აქვთ. თუმცა, ხშირად წუწუნებენ საკუთარ ცხოვრებაზე, ყველა იმ წარმატებაზე რაც აქვთ და ასევე ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.





21. ამ რიცხვში დაბადებულები მადლიერები არიან არსებობით და ტკბებიან ყოველი დღით. ის ფაქტი, რომ 21 რიცხვში, წელიწადში ორჯერ არის ნაბუნიობა (მზიანი და დიდი დღე) პროზაულ ხასიათს ატარებს ამ რიცხვში დაბადებულ ადამიანებზე. შეპყრობილნი არიან ფულის სიყვარულით, ასევე დიდი ეკონომისტები, ბანკირები და ფინანსისტები არიან. შეგიძლიათ ანდოთ ოჯახური ბიუჯეტი სამართავად. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ როგორც საკუთარ, ასევე პარტნიორის სტატუსს და წარმომავლობას საზოგადოებაში გამოსაჩენად. ცინიკურები და ირონიულები არიან. მათი ყველაზე დიდი სისუსტეა სექსი- ისინი სექსით არიან შეპყრობილნი და ხშირად ღალატობენ პარტნიორს, თუმცა არა გულით, არამედ იმ ცხოველური ინსტიქტებით, რაც სექსის ცნებას გააჩნია, რათა მოიხსნან დაძაბულობა და დაიოკონ მოზღვავებული სურვილი.




22. რიცხვი ოცდაორი განმანათლებელს ნიშნავს, ასე, რომ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან იმ ნიჭით, რომ სხვების სწავლა-განათლების საკითხით დაკავდნენ. სკოლა და ლექციები სწორედ მათთვისაა მოგონილი. ნამდვილი მეცნიერები და მოაზროვნეები არიან, თითქოს აფრქვევენ სასასრგებლო რჩევებსა და ცოდნას. ბუნებრივად აქვთ ნაკისრი მისია, რომ აღმოფხვრან მიწიერი და არამიწიერი ბუნება და მოვლენები, შემდეგ კი მოიტანონ ჩვენამდე და ნათლად აგვიხსნან. აქვთ დიდი პასუხისმგებლობა დაკისრებულ საქმეში, თუმცა წარმატებას მხოლოდ მძიმე სამუშაობის შედეგად აღწევენ. სხვათა მფარველები და ქველოქმედები არიან.





23. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან წინსვლისა და თავგადასავლების სურვილით. არიან თამამები, სწრაფები, გადამწყვეტი ბუნებით, იმპულსურები, კომუნიკაბელურები და არამდგრადები. მათ აქვთ დიდი პოტენციალი ბიზნესის, სამუშაო ფინანსური სექტორისა და ინოვაციების მართვის. თუმცა, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით- მაღალი ინტელექტის, შემოქმედებისა და იდეების პროგრესირების უნარისა გამო, სხვადასხვა პროფესიებს ადვილად დაეუფლებიან. ისინი სავსე არიან ოპტიმიზმით, ენთუზიაზმითა და ცნობისმოყვარეობით. მათთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარია - თავისუფლება, ამიტომ ვერ იტანენ, როდესაც ანგარიშს აბარებენ სხვას. კოლოსალურ ძალას ფლობენ საპირისპირო სქესის მიზიდულობის მხრივ. რთულ სიტუაციებში აღმოჩენის ოსტატები არიან, ამიტომ არ შეიძლება მათ ცხოვრებას ეწოდოს- მარტივი.





24. ეს რიცხვი უსაფრთხოებისა და ერთგულების სიმბოლოა, ამიტომ ოცდაოთხში დაბადებული ადამიანები ძალიან ფრთხილები არიან, მინიმალური ნაბიჯის გადადგმამდეც კი საფუძვლიანად აფასებენ მოსალოდნელ "დადებით" და "უარყოფით" შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებული ადგილი მათ ცხოვრებაში კვების საკითხს უკავია, ამიტომ შეუძლიათ გახსნან საკუთარი რესტორანი, სასადილო ან ეს ნიჭი წარმოაჩინონ სხვადასხვა სპექტრში.





25. ამ რიცხვში დაბადებული ხალხის ცხოვრებას მართავს ინტუიცია, პარანორმალური შესაძლებლობები და წინასწარმეტყველება, ერთი სიტყვით კი მისტიკურობა, თუმცა მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა არ ღირს, რადგან არ ცდებიან და თუ შემთხვევით რაღაც საკითხში თქვენი მტკიცე აზრის შეცვლა განიზრახეს, ენდეთ და დაუჯერეთ ახსნა-განმარტების გარეშე. მათ მხოლოდ ერთი ინტუიცია არ ამოძრავებთ, მოუწოდებთ შინაგანი შვიდი ხმა, რაც მაღალი ინტელექტის შედეგია. უგუნური ქმედებები არ ახასიათებთ.





26. ეს რიცხვი წარმოდგება 2 და 6-სგან, რომელთა ჯამი 8-ის ტოლია, რვა კი უსასრულობის ნიშანია და კავშირების უწყვეტობას მიუთითებს, ანუ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები არიან ერთგული მეუღლეები და მეგობრები. აქვთ მტკიცე ხასიათი, ძლიერი ენერგია, მენეჯერის ნიჭი. უყვართ წესრიგი, სისუფთავე და სილამაზე.


უარყოფითი თვისებები: ამაოება, შეუზღუდავი ძალაუფლებისა და სხვების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევის სურვილი.






27. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მკურნალობის ნიჭით, ამიტომ მათი მოწოდება ძირითადად მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს ეხება. ნიჭიერი შემფასებლები ხშირად მკურნალობის ალტერნატიულ გზას ნახულობენ. აქვთ კარგი ინტუიცია, არიან ემოციურები და შეუძლიათ სხვებზე ზრუნვა და ღრმა თანაგრძნობა. არასდროს ყრიან ფარ-ხმალს, მაშინაც კი თუ წარუმატებლობას ადგანან, გამოცდილებით ბევრ რამეს სწავლობენ.


უარყოფითი თვისებები: თავდაჯერებული, მოუთმენელი და ცვალებადი.





28. მათი მთავარი ფიგურაა კანონი და ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან პასუხისმგებლობის დიდი ნიჭით. ყოველთვის იღწვიან მიზნისკენ, ოღონდ შესაბამისი წესების გათვალისწინებით. მეორე უკიდურესობა კი ის აქვთ, რომ არასდროს აღიარებენ დანაშაულს და უყვართ შეცდომების სხვებზე გადაბრალება, რაც მდიდრულ ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარს უყალიბებთ.




29. დიდ ემოციურ პოტენციალს ფლობენ- დღეს უყვართ, ხვალ ეზიზღებათ. ერთის მხრივ მშვიდობისმყოფელები და დიპლომატიურები არიან; მეორეს მხრივ კი ქარიზმატულები და ავანტიურისტები. მატერიალურ საკითხში ძალიან უმართლებთ, კარგად გამოიმუშავებენ და ხშირად ლატარიასაც იგებენ, თუმცა სიყვარულის საკითხში სწორედ ეს ფული ვერ შველით, რადგან ყოველთვის უყვარდებათ ის, ვინც არ უნდა უყვარდეთ, ამიტომ ამ მხრივ დაუცველობის გრძნობას განიცდიან.





30. ოცდაათი- ბიზნესმენი, დამოუკიდებელი და ძლიერი ადამიანის რიცხვია. აქვთ შესანიშნავი მეხსიერება, შეუძლიათ სწორი და კარგი კონცენტრირება საქმეზე გარემო ფაქტორების გაუთვალისწინებელადაც კი. უზარმაზარი ინტელექტი და სწრაფად მოაზროვნე გონება განაპირობებს ადვილად გაუმკლავდნენ რთულ სიტუაციებს. მათი ცხოვრება სხვადასხვა მოვლენებითაა სავსე, ამიტომ მათ გვერდით ცხოვრება არ მოგწყინდებათ. თუ გსურთ მოსალოდნელი მოვლენების შეფასება, აზრი კითხეთ მათ, ის არ დაგზარდებათ კეთილი რჩევების მოცემას და რაც მთავარია ურცხვად გეტყვით ყველაფერს პირში.





31. მოტივირებული და დამოუკიდებელი ადამიანის რიცხვია, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ყველა შემთხვევა, რაც ცხოვრებისგან ეძლევა. მათი ინდივიდუალური სტილი და შემოქმედებითობა ეტყობა ყველაფერს, რასაც ისინი ქმნიან და ასრულებენ. ნებისმიერი საქმიანობა, რასაც ჩაეჭიდებიან, სრულყოფილობამდე მიყავთ, რაც ეხმარება მათ მოიპოვონ მაღალი პოზიცია საზოგადოებაში. გაბედული პროექტების დიდი ორგანიზატორები არიან. მიზნისკენ არ უყვართ მოკლე გზის გავლა, ყოველთვის ახალი და ფართო გზები იზიდავთ. აფასებენ სტაბილურობასა და ერთგულებას, ამიტომ ნუ შეეცდებით მოატყუოთ, თორემ სამუდამოდ დაკარგავთ მათ ნდობას.





იხილეთ აგრეთვე:



გაიგეთ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების თვე მთვარის მიხედვითimage





გაიგეთ ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვითimage





იცოდით რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების თვე?image





სამყაროში შვიდჯერ ვიბადებით, გაინტერესებთ მერამდენეა თქვენი ცხოვრება?image






თქვენს ბედზე მოქმედებს სართული, რომელზეც ცხოვრობთ. შეამოწმეთimage

7
29641
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
29641
  
2018, 26 სექტემბერი, 22:36
23 უარყოფითი თვისებები არ მაქვს :D
2018, 26 სექტემბერი, 18:48
10 :D:D:D:D:D
2018, 26 სექტემბერი, 17:21
მართლაც დაემთხვა
2018, 26 სექტემბერი, 14:01
არაფრის მაკა. შენი და რამდენიმე ავტორის სტატიებს წაუკითხავად არ ვუშვებ, რადგან მუდამ საინტერესოა.
რაც შეეხება დამთხვევას, ამ შემთხვევაში ერთი ერთში ჯდება... :)
2018, 26 სექტემბერი, 13:50
მადლობა, გუჯა. ვითომ არ გვჯერა მსგავსი რარაცების, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ემთხვევა ხოლმე ყველაფერი :)
2018, 26 სექტემბერი, 13:00
როგორც ყოველთვის საინტერესო სტატიაა, ჩემი დაბადების რიცხვი კი ზედმიწევნით ემთხვევა ჩემს ბუნებას და ხასიათს.
ბრავო მაკა...
0 1 7