x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ომი - გრენლანდიამ მსოფლიოს საფრთხის შესახებ ამცნო!

დედამიწაზე ცხოვრების პირობები ყოველდღე უფრო უარესდება, რათქმაუნდა ეს ყველაფერი ადამიანების ბრალია. გარემოს დაბინძურების გარდა, ჩვენ გლობალურ დათბობასაც ხელს ვუწყობთ - ეს მწარე რეალობად უნდა აღვიქვათ.


დღეს ყველა რუსეთის სამხედრო წვრთნებს ადევნებს თვალს, აინტერესებთ, თუ როგორ მოქმედებს კიმ ჩენ ინი და როგორი გეგმები აქვს დონალდ ტრამს... რათქმაუნდა ძალიან მნიშვენოვანია კაცობრიობისთვის ეს ყველაფერი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალური დათბობა უკვე კარზე გვიკაკუნებს....


image



NASA-ს და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების ერთობლივად ჩატარებულ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გლობალური დათბობის ტემპის მომატება. დაკვირვებების შედეგად აღმოჩნდა, რომ გრენლანდიის კუნძულზე ყინულის დნობა საგრძნობლად მომატებულია.


image



მეცნიერების აზრით, ყინულის ამ ტემპში დნობამ, შესაძლოა სამომავლოდ დედამიწის მოსახლეობა გაანახევროს.


image



მეცნიერების კვლევების თანახმად, გრენლანდიის კუნძულებზე ყინულის სრული დადნობის შემდეგ, დედამიწაზე ზღვის დონე 7 მეტრით მოიმატებს.


თუ გლობალური დათბობა ამ ტემპით გაგრძელდება, უახლოეს 30 წელიწადში შესაძლებელია ზღვის დონემ 10 სანტიმეტრით მოიმატოს, ხოლო 2100 წლისთვის 20-25 სანტიმეტრამდე.


image



Webtekno -ს ინფორმაციით, გრენლანდიაზე ყინულის სრული დადნობისთვის 1000 წელიწადია საჭირო, თუმცა გლობალურ დათბობამ, შესაძლოა ეს ნაგულისხმევი პერიოდი გაანახევროს.



image



მეცნიერები ასევე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ გრენლადიის ზღვის 200 მეტრის სიღრმის შემდეგ, ტემპერატურა მატულობს. ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივ ბინადარზეც. კუნძულზე გახშირდა თეთრი დათვების და პინგვინების სიკვდილიანობის მაჩვენებელი.


imageimage










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ფოტოშოპის გარეშე - წარმოგიდგენთ ჩვენი პლანეტის გიგანტებს

2. ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალები - 2018 წლის მონაცემებით (ტოპ 50)

3. რამდენად კარგად იცით ქვეყნების დედაქალაქები?

4. რატომ უნდა ჩავაგდოთ მდუღარე რძეში ლეღვი?

5. დღეში 3 ლიტრი წყალი, ერთი კვირის განმავლობაში - სიურპრიზებით აღსავსე ექსპერიმენტი

6. ციხეში გაზრდილი 5 ცივსისხლიანი ბავშვი

7. დედამიწაზე აღმოჩენილი 10 ყველაზე დიდი კუ

1
3088
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
3088
  
2019, 17 მარტი, 19:03
ზუსტად იგივეა ანტარქტიდაზე, თუ არ შეჩერდა ესეთი ,,საშინელი" აქტივობები დედანიწა 2100 წელს საშუალო ტემპერატურა 2-5 გრადუსით მოიმატებს შეიძლება მეტიც
0 1 1