x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რამდენი სახეობაა უკვე გადაშენებული დედამიწაზე?
რამდენი სახეობაა უკვე გადაშენებული დედამიწაზე?


გაეროს გარემოს პროგრამის კვლევების მიხედვით ახლა დედამიწა არის მეექვსე დიდი გადაშენების პროცესში. მეცნიერებმა დაითვალეს რომ ყოველ დღე, ყოველ 24 საათში 150-დან 200-მდე მცენარის, სოკოს, ბაქტერიის, მწერის, ფრინველისა და ძუძუმწოვარის სახეობა სრულებით წყდება, ქრება, განიცდის გადაშენებას. ეს არის 1000-ჯერ უფრო დაჩქარებული გადაშენების ტემპი, ვიდრე ეს ხდება ჩვეულებრივ დიდ გადაშენებათა შორის პერიოდში (სულ უკვე 5 დიდი გადაშენება გამოიარა დედამიწამ, ახლა მეექვსე მიმდინარეობს). ასეთი ბოლო გადაშენება იყო 65 მილიონი წლის წინ, რამაც დინოზავრებიც შეიწირა.


მარტივი მათემატიკის მეშვეობით შეგვიძლია გამოვითვალოთ მიახლოებითი რიცხვი სიცოცხლის იმ სახეობებისა, რომელიც ბოლო 4 მილიარდი წლის განმავლობაში გადაშენებულა, მას მერე, რაც დედამიწაზე სიცოცხლე წარმოიქმნა (ან მოვიდა კოსმოსიდან პანსპერმიის გზით). ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ დედამიწაზე ოდესმე არსებული სახეობების 99, 99% უკვე გადაშენებულია. თუ დღესდღეობით ყოველ 24 საათში მინიმუმ 150 სახეობა განიცდის გადაშენებას, ეს ნიშნავს, რომ წელიწადში 54, 750 სახეობა ქრება. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ეს არის 1000-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში მინდინარეობს, როდესაც დედამიწაზე სიცოცხლე არ იმყოფება "დიდი გადაშენების რეჟიმში". ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის 4 მილიარდი (მაგრამ ავიღოთ მინიმუმი, როდესაც პირველი ბაქტერიები დადასტურებულად აღმოჩენილია - 3.8 მილიარდი) წლის განმავლობაში პლანეტაზე ყოველ წელს გადაშენდებოდა ხოლმე მინიმუმ 50 სახეობა. ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში - 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში - 2018 წლამდე სულ ცოტა გადაშენებულია 190 მილიარდი სახეობა.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
211
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
211
  
2022, 13 მაისი, 8:00
ბოლო 1 მილიარდი წლის განმავლობაში პლანეტაზე ყოველ წელს გადაშენდებოდა ხოლმე მინიმუმ 50 სახეობა (ეს იმ შემთხვევაში, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ დიდი გადაშენების პერიოდებში სახეობათა გადაშენება ათასჯერ ჩქარდება და წელიწადში 50000 სახეობა გადაშენდება ხოლმე). ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში - 1 მილიარდი წლის განმავლობაში - პირობითად ქრისტესშობამდე, სულ ცოტა გადაშენებულია 50 მილიარდი სახეობა.

For the past 1 billion years, at least 50 species have become extinct on the planet each year (unless we take into account that during periods of the great extinctions, species extinction accelerates a thousand times and 50,000 species become extinct each year). This means that during this time - 1 billion years - conditionally before Christ, at least 50 billion species are extinct.

За последние 1 миллиард лет на планете ежегодно вымирало не менее 50 видов (если не учитывать, что в периоды великих вымираний, вымирание видов ускоряется в тысячу раз и ежегодно вымирает 50 000 видов). Это значит, что за это время - 1 миллиард лет - условно до Рождества Христова, вымерло не менее 50 миллиардов видов.
2022, 30 აპრილი, 4:47
უძველესი ნამარხების შესწავლისას ჩვენს პლანეტაზე ყველაზე ადრეული სიცოცხლის კვალი 4.2-3.75 მილიარდი წლის წინანდელია. ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარები დეტალურად აღწერენ წიაღისეული ნიმუშების ანალიზს, რომლებიც აღმოაჩინეს ჩრდილოეთ კვებეკში, კანადაში, გათხრების ადგილზე. ნამარხი ნიმუშები თავდაპირველად შეგროვდა 2008 წელს UCL ასოცირებული პროფესორის, გეოლოგ დომინიკ პაპინოს (Dominic Papineau) მიერ. პირველადი აღმოჩენის შემდეგ, პაპინო და მისი კოლეგები 2017 წლის ნაშრომში ჟურნალ Nature-ში ამტკიცებდნენ, რომ ნამარხებში დაცული ძაფისებრი და მილისებრი სხეულები ბიოლოგიური პროცესების ნიშანი იყო. ამან გამოიწვია დიდი დებატები სამეცნიერო საზოგადოებაში, მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ იგივე ძაფები გეოლოგიური პროცესების შედეგად შეიძლება წარმოშობილიყო.
2017 წლის ნაშრომიდან მოყოლებული, პაპინო და მისი კოლეგები მუშაობდნენ შემდგომი ინფორმაციის მიწოდებაზე თავიანთი არგუმენტის გამყარების მიზნით. თავიანთ 2022 წლის ნაშრომში ისინი ასკვნიან, რომ აღნიშნული ნაპოვნი მასალები ნამდვილად ბიოლოგიური სიცოცხლის დასტურია და რომ 4.2-3.7 მილიარდი წლის წინ გავრცელებული იყო მრავალფეროვანი მიკრობული ეკოსისტემა პირველყოფილ დედამიწაზე, რომელიც შეიძლება ასევე გავრცელებული იყოს ან ყოფილიყო სხვა პლანეტურ სხეულებზე, მათ შორის მარსზე.
2022, 30 აპრილი, 4:47
მკვლევარები არა მხოლოდ აცხადებენ, რომ აქვთ დამატებითი მტკიცებულებები საკუთარი თეორიისთვის, არამედ მათ სჯერათ, რომ მათი ახალი აღმოჩენები უარყოფს მტკიცებას, რომ მათ მიერ ნაპოვნ ნამარხ ნიმუშებში აღმოჩენილი ფორმები გეოლოგიური პროცესების შედეგად წარმოიქმნა. მათ გამოიყენეს ახალი ტექნიკა და შეისწავლეს უფრო დიდი ნიმუში, რომელიც მოიცავს ღეროს მსგავს სტრუქტურას, მათი აზრით, ძნელი ასახსნელია იმ დროისთვის ცოცხალი ორგანიზმების არსებობის გარეშე ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა რომ წარმოშობილიყო. მეცნიერთა აზრით, მათი უფრო ყოვლისმომცველი გამოკვლევა აიძულებს მათ ირწმუნონ, რომ რკინის მჭამელი მიკრობები - ისეთები, რომლებიც დღეს ჰიპოთერმულ სავენტილაციო სისტემებში ცხოვრობენ, მათ ნიმუშებში ქმნიდნენ აღმოჩენილის მსგავს ფორმებს.
დიდი ხნის მეცნიერული თეორია ვარაუდობს, რომ სიცოცხლე პირველად წარმოიშვა ოკეანის ხვრელებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მიკრობული სიცოცხლის აყვავებისთვის საჭირო სითბოს და მასალებს. ეს ახალი აღმოჩენა ამყარებს ამ თეორიას და ვარაუდობს, რომ სხვა პლანეტებზე ასეთი ხვრელები შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფოკუსური წერტილი მომავალი მისიებისთვის, რომლებიც მიზნად დაისახავს სხვა პლანეტებზე მიკრობული სიცოცხლის აღმოჩენას.
2020, 25 ნოემბერი, 18:31
How many species are already extinct on Earth?

According to the studies by the United Nations Environment Program, the Earth is now in its sixth major extinction. Scientists have calculated that every day, in every 24 hours, 150 to 200 species of plants, fungi, bacteria, insects, birds and mammals become extinct, disappeared. This is 1000 times faster, than the normal extinction period (there have already been 5 major extinctions on Earth, now the sixth). Such a last extinction was 65 million years ago, which also killed dinosaurs. Using simple math, we can calculate the approximate number of species of life that have become extinct in the last 4 billion years since life originated on Earth (or came from space through the panspermia). We know for a fact that more, than 99.999999999% of the species that ever existed on Earth are already extinct. If at least 150 species are endangered every 24 hours today, that means 54, 750 species are extinct every year. We also know that this is a 1000 times higher rate than is normally the case when life on Earth is not in "great extinction mode". So we can say that there are 4 billion lives on Earth (but let’s take a minimum when the first bacteria have been proven to be detected - 3). 8 billion) At least 50 species would become extinct on the planet each year. This means that during this time - 3.8 billion years -By 2018, at least 190 billion species are extinct.
0 1 4