რელიგია პატრიარქის აზრი ბავშვების აღზრდაზე და მანდატურების დანიშნულებაზე. 2012, 6 ივლისი, 17:47 ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ ადამიანის ცხოვრების დანიშნულებაზე. უფრო კარგად დავუკვირდეთ კაცობრიობის წარსულსა და აწმყოს, თუ როგორ მომავალს გვიქადის ჩვენი ყოფა; უნდა ვიფიქროთ თანამედროვე ადამიანის ბუნებაზე. თურმე ყველაზე რთული თავის შეცნობა ყოფილა. ამიტომ თქვეს ძველმა რომაელებმა: Nosce te ipsum შეიცანი თავი შენი. ადამიან, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს, ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს ცხოვრებაში.
ადამიანის ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა, რომლის არენაზეც, როგორც ტყუპი ძმები, ერთმანეთს მუდამ ენაცვლება სიხარული და მწუხარება. მოდის განსაცდელი და მწუხარება, მაგრამ დიდხანს არ გრძელდება და მწუხარებას ცვლის სიხარული; არც სიხარულია ხანგრძლივი და მას კვლავ ცვლის მწუხარება და, აი, ამ მუდმივ ცვალებადობაში გადის ადამიანის ცხოვრება, სადაც განსაცდელი აუცილებლად თანამგზავრია.
ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები. არაერთხელ მითქვამს, რომ მომავალი თაობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება ოჯახს, ეკლესიას და სკოლას. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად აქცევენ ამ სიტყვებს ყურადღებას და თანამედროვე სკოლებში შეყვანილია ისეთი ზედამხედველები (ე.წ. მანდატურები) რომლებიც კეთილად კი არ ზრდიან ჩვენს შვილებ, არამედ აქცევენ დამბეზღებლებად, რომლებსაც ენა მიაქვთ თავის მასწავლებლებსა და მეგობრებზე. ამიტომ, ვფიქრობსრომ ამგვარი ზედამხედველების საკითხი ჯიდევ შესასწავლია. მუდმივ შიშში ყოფნით ვერ აღვზრდით ჩვენს შვილებს. ზნეობრივი აღზრდა მხოლოდ სიყვარუითა და კეთილი სიტყვით უნდა ხორციელდებოდე.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ეკლესიას აქვს ორი სასუიერო აკადემია, 4 სასულიერო სემინარია, უნივერსიტეტი, გელათის მეცნიერებათა აკადემია, 40-ზე მეტი სკოლა და გიმნაზია. ამ სასწავლებლემა გამოიღეს კეთილი ნაყოფი. მაგრამ ამ რეალობის პარარელურად არსებოს სხვა რეალობაც. არის შემთხვევები, როცა თითქმის მთელი დღე ტელევიზიით გამოსცემენ, რომ საქართველოში ახალგაზრდამ მოკლა მეგობარი, შვილმა მოკლა მშობელი ან მშობელმა შვილი. ვფიქრობ რომ ყოველივე ეს იმაზე მეტყველბს რომ სულიერ საკითხში ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან დაბალ დონეზე ვდგავარდთ. აი ეს არის პატრიარქის გადაგებიდან ამონარიდი. ყველას გთხოვთ გავითვალისწინოდ ეს სიტყვები და ბავშვები აღვზრადოთ სულიერად. 306 4-ს მოსწონს 1-ს არა
|