სხვა სოდის დანიშნულება, რომლის შესახებ აქამდე არ იცოდით 2018, 24 სექტემბერი, 11:42 ბევრ ფულს ვხარჯავთ კოსმეტიკურ პროდუქტებში, რომლებიც გვეხმარება გამოვიყურებოდეთ უკეთ და სუფთად. თანაც, ბაზარზე ბევრი ისეთი კოსმეტიკური პრდუქტია, რომლებიც ქმნიან საოცრებებს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე. თუმცა, ამ პროდუქტების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ შემადგენლობაში ბევრი საეჭვო და ქიმიური ინგრედიენტია, რომლებსაც მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი.
საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარეგნობაზე ზრუნვისთვის ალტერნატიულ გზას მიმართავენ და ცდილობენ სახლში შექმნილი პროდუქტებით მიხედონ ამ პრობლემას. საცხობი სოდა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც ანაცვლებს ბევრ მშვენიერ კოსმეტიკურ ნაწარმს. დღევანდელ სტატიაში გეტყვით სოდის დანიშნულებებზე, რომლებიც აქამდე არ იცოდით. ● სოდის ტექსტურა ეფექტურად უმკლავდება კბილის მინანქრის სიყვითლესა და ნადებს. მისი გამოყენება, საგრძნობლად გაათეთრებს თქვენს კბილებს. ● მუხლებსა და იდაყვებზე ხშირად უხეშდება კანი, სოდის ტექსტურა კი მათ წარმოუდგენელ სირბილეს დაუბრუნებს. ● სოდისა და წყლის მეშვეობით მოზილეთ ტექსტურა და დაიტანეთ სახეზე. ის მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და შესძენს კანს საოცარ სიმტკიცეს. ასევე მოგაშორებთ აკნეს და შველის კანის სხვა პრობლემებსაც. ● სოდა ბუნებრივი დეოდორანტია. სოდის პასტა იღლიიდან უსიამოვნო სუნს აშორებს. ● მწერების ნაკბენის შემდეგ ქავილს, შეშუპებას და უსიამოვნო შეგრძნებებს მარტივად უმკლავდება სოდა. ● თუ შამპუნში ცოტაოდენ სოდას ჩაამატებთ, დაბანის შემდეგ ადვილი შესამჩნევი იქნება, თქვენი თმა უფრო ბზინვარე, რბილი და მოცულობითი რომ გახდა. ● საცხობი სოდა ეფექტურია რბილი ავეჯის, იატაკისა და ნესტიანი ადგილების გასაწმენდად, ის, როგორც სადეზინფექციო, ასევე მათეთრებელ ეფექტს ახდენს და შედეგი მართლაც წარმოუდგენელია. იხილეთ აგრეთვე: ● აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა. იცით რატომ? ● სისუფთავის 5 საიდუმლო, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება ● ჩვეულებრივი სოდა დაიტანეთ ქუთუთოებზე და ნახეთ რა მოხდება– საოცარია ● იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ თეთრი და სუფთა იყოს, გამოიყენეთ ეს მეთოდი ● ჭუჭყსა და ცხიმთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი- სამზარეულოს სისუფთავის საიდუმლო ● როგორ გავწმინდოთ ხალიჩა მარტივად სახლის პირობებში– შედეგი გამაოგნებელია ● როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან? ● რა მოხდება თუ უნიტაზის ავზში ძმარს ჩავასხამთ? ● როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშე ● როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობი და ნესტი? ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა ● როგორ მოვიშოროთ სუნი ფეხიდან? 20323 14-ს მოსწონს
|