x
image
ნინიკ
6 ივლისი-საერთაშორისო კოცნის დღე

image6 ივლისი ოფიციალურად აღიარებულია, როგორც საერთაშორისო კოცნის დღე. პირველად მისი აღნიშვნა დიდ ბრიტანეთში დაიწყეს, შემდეგ კი იგი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

imageკოცნის მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის მინესოტის მცხოვრებს, რომელმაც 1990 წლის 15 სექტემბერს 80 საათის განმავლობაში 8001 ადამიანს აკოცა, თითოს 3.6 წამის განმავლობაში.


პირველი კოცნა კინოში გამოჩნდა 1896 წელს, რომელიც ეკუთვნოდა May Irwin-ს და John C. Rice-ს Thomas Edison-ის ფილმში სახელად "The Kiss"image


ამის შემდეგ კოცნის ფენომენით უკვე მეცნიერები დაინტერესდნენ, მათი აღმოჩენით კოცნის პროცესი ადამიანში მილიონობით ეიფორიულ ემოციებს აღძრავს, მაგალითად როგორც იარაღიდან სროლის ან პარაშუტით გადმოხტომის დროს. ასე რომ "დაკავდით კოცნით და არა ომით". მეცნიერულად კოცნას ეძახიან ფილემატოლოგიას.
imageკოცნას დიდ ყურადღებას აქცვდა და აქცევს სხვადასხვა ქვეყნის მართლმსაჯულებაც. მაგალითად, შუა საუკუნეების იტალიაში თუ მამაკაცი ქალს აკოცებდა საჯაროდ, იგი ვალდებული იყო მასზე დაქორწინებულიყო. დღეს-დღეობითაც იაპონიაში და აზიის ზოგ ქვეყნებში, საჯაროდ კოცნა მიღებული არ არის. შტატ კონექტიკუსში მამაკაცს კატეგორიულად ეკრძალება ცოლის კოცნა საჯაროდ.თუ რატომ, ეს უცნობია. ინდიანას შტატში ულვაშებიან მამაკაცებს ეკრძალებათ ქალის კოცნა, მანდილოსნის ნაზი კანის გასაფრთხილებლად.


2
186
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
186
  
2012, 10 ივლისი, 21:31
+1 ფოტოებიც კარგი შეგირჩევია :)
0 1 2