"დედამიწაზე კლიმატის შეცვლას შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს"
მეცნიერებმა განგაში ატეხეს: პრობლემა დედამიწაზე კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებით იმაზე სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე მოსალოდნელი იყო. ახალმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ დღეს კლიმატის ცვილებამ სახიფათო სახე მიიღო.
მსოფლიო ოკეანეებზე დაკვირვებისა და ექსპერიმენტების საშუალებით მეცნიერებმა დააგდინეს, რომ ტემპერატურა საგრძნობლად იცვლება. ეს გულისხმობს იმას, რომ ოკეანე წარსულში გაცილებით "ცივი" იყო, ადამიანის არსებობა პლანეტაზე კატასტროფულად მოქმედებს.
მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდნენ ტემპერატურას ოკეანეებზე და მათი თქმით სულ მცირე 15 გრადუსით დაეცა ტემპერატურა. თუმცა, უახლესი ექსპედიციის საშუალებით, რომლებიც ფრანგმა მეცნიერება ჩაატარეს, დადგინა, რომ დაკვირვებები, რომლებიც ხორციელდებოდა იყო მცდარი. "ჩვენი ექსპერიმენტი ეჭვქვეშ აყენებს კლიმატის კვლევის შედეგებს მრავალი ათწლეულების განმავლობაში, - აცხადებს პროფესორი ანდერს მეიბომი. - ოკეანე, რომელსაც დედამიწის 70% უჭირავს, თამაშობს გადამწყვეტ როლს დედამიწის კლიმატის ცვალებასთან დაკავშირებით. იმის დაგდენა, თუ როგორ იცვლებოდა კლიმატი ოკეანეზე, მოგვცემს საშუალებას გავიგოთ თუ როგორ ხდება ცვლილებები და გვაძლევს შესაძლებლობას ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი."
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ წინანდელი დაკვირვებები, და თეორია ტემპერატურის 15 გრადუსით დაცემის შესახებ მცარია. მეცნიერების აზრით ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო და პლანეტაზე მოქმედებს ადამიანის "არსებობა". "ამჟამად ჩვენ უნდა გავაკეთოთ უფრო ზუსტი დაკვირვებები, და მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტორებს, რომლებსაც აქამდე არავინ აქცევდა ყურადღებას, - აცხადებს პროფესორი. ამისათვის ჩვენ შევისწავლით უძველეს წყლის ქმნილებების ორგანიზმებს, რომ გავიგოთ რა ხდება მსოფლიო ოკეანეებში."
იხილეთ ასევე: