საქართველო ID ბარათით მიმოსვლას თურქეთის გარდა უკვე უკრაინაშიც შეძლებთ 2018, 19 სექტემბერი, 16:13 უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. კიევში საკითხი დღეს განიხილებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო РБК-Украина ავრცელებს. შეთანხმების თანახმად, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას ID ბარათებით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ორმხრივია, ანუ იგივენაირად - საქართველოს მოქალაქეებსაც საზღვრის კვეთა და უკრაინაში შესვლა ბიომეტრული პასპორტის ნაცვლად მხოლოდ ID ბარათებით შეეძლებათ. დღეის მდგომარეობით, უკრაინასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება მოქმედებს. 76 შეფასება არ არის
|