ფოტოგრაფია ალბინოსების უნიკალური სილამაზე (სურათები+ფაქტები) 2018, 19 სექტემბერი, 12:28
საუკუნეების განმავლობაში, ადამიანებს ალბინოსების ეშინოდათ და სოციალურ იზოლაციაში ამყოფებდნენ მათი განსხვავებული გარეგნობის გამო. დღეს ალბინოსები საზოგადოებაში მიღებულები არიან და თავიანთი როლი აქვთ მოდისა და ხელოვნების ინდუსტრიაში. ალბინიზმი ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფში შეიძლება გაჩნდეს და ეს ხშირად იპყრობს ფოტოგრაფების ყურადღებას სხვადასხვა ქვეყნიდან. გარეგნობის გარდა, ალბინოსები ნორმალური პიგმენტების დონის მქონე ადამიანებისგან იმითაც განსხვავდებიან, რომ უფრო მგრძნობიარეები არიან და ნაკლებ ხანს ცოცხლობენ.
სილამაზეს წესები არ აქვს. ამიტომაც სტატიაში გთავაზობთ 4 სხვადასხვა ფოტოგრაფის გადაღებულ ალბინოსების ფოტოებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან. ისიამოვნეთ! 1. მძინარე ფიფქი: ლამაზი და ნაზი2. ალბინოსებმა კანი მზის პირდაპირი სხივებისგან უნდა დაიცვან.3. მათ ძალიან მგრძნობიარე თვალები აქვთ.4. ალბინიზმი ხშირად უკავშირდება თვალის პრობლემებს.5. დიდია იმის შანსი, რომ ალბინოსები დაბრმავდნენ კიდეც.6. ბევრ აფრიკულ ქვეყანაში ალბინოსებს კანის ფერის გამო კლავენ.7. ზოგ აფრიკულ ქვეყანაში სჯერათ, რომ ალბინოს ბავშვს ოჯახისთვის კარგი იღბალი მოაქვს.8. ... ზოგი კი მათ დღესაც შავი ჯადოქრობის წარმომადგენლებად მიიჩნევს.9. ზოგ შემთხვევაში, ალბინოს ბავშვს ადგილობრივ ექიმს აკვლევინებენ.10. თუ მზისგან კარგად არ დაიცავენ თავს, ალბინოსები 40 წელზე მეტ ხანს ვერ იცოცხლებენ.11. ამიტომ ისინი იმსახურებენ, გარეგნობის გამო მთელ მსოფლიოში ექცეოდნენ სამართლიანად, ისე, როგორც სხვა ადამიანებს ნორმალური პიგმენტების დონით.12. არის შემთხვევები, როცა საზოგადოება მათ განსხვავებული გარეგნობის გამო რიყავს.13. თუმცა, საბედნიეროდ, სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება.14. დღეს ალბინოსებს მოდის სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.15. ფოტოგრაფები მთელი მსოფლიოდან მოხიბლულები არიან მათი სილამაზით.16. ალბინოსები სხვადასხვა რეკლამებსა თუ მოდურ ჩვენებებში იღებენ მონაწილეობას.17. ასევე, ისინი წარმატებით მონაწილეობენ სოციალურ ფოტო პროექტებშიც.18. ამ ფოტოებით, ისინი იმედოვნებენ, გააგებინონ მსოფლიოს, რომ პიგმენტების ნაკლებობის მიუხედავად, ყველა ჩვენგანი იმსახურებს სიცოცხლეს.19. ყველა ჩვენგანს აქვს სიყვარულის უფლება.20. და ყველა ჩვენგანს სურს, იყოს ბედნიერი.21. რადგან, სინამდვილეში, ძირეულად, ჩვენ ყველა ერთნი ვართ.ასევე დაგაინტერესებთ:1. არასტანდარტული გარეგნობის მოდელები, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს 2. ჭორფლიანების უნიკალური სილამაზე
3. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანების უნიკალური სილამაზე 1258 2-ს მოსწონს
|