ქალი და მამაკაცი ბიჭმა 249 გოგონას მიწერა წერილი სახელად ნიკოლი,იმისთვის,რომ ის ერთადერთი ეპოვა 2018, 17 სექტემბერი, 16:48 ![]() ახალგაზრდა მამაკაცი სახელად კარლოს ზინიტა ჩაირიცხა კალგარის უნივერსიტეტში(კანადა), ერთხელ ახალგაზრდა ყმაწვილი გასართობად ადგილობრივ ბარს ეწვია, იქ გაიცნო გოგონა სახელად ნიკოლი, რომელიც ჰოლანდიიდან ჩამოვიდა ე.წ. გაცვლითი პროგრამით, კარლოსმა ნიკოლი სახლამდე მიაცილა, დამშვიდობების დროს ნიკოლმა ტელეფონის ნომერი დაუტოვა, თუმცა როგორც გაირკვა ნომერი არასწორი იყო. კარლოს ზინიტამ გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეპოვნა გოგონა, რომელიც ძალიან მოეწონა, ბიჭმა უნივერსიტეტის სტუდენტების ყველა იმ ელ-ფოსტის მისამართი ამოიწერა, ვისაც ნიკოლი ერქვა, სულ ასეთი იყო 246-ნიკოლი, ნიკოლეტი, ნიკი ან მსგავსი სახელი და ყველას ერთი შინააარსი წერილი გაუგზავნა: "შეგხვდი საღამოს, შენ კი სხვისი ტელეფონის ნომერი მომეცი" გამარჯობათ, ეს წერილი ყველა ნიკოლს ეგზავნება, თუ შენი აღწერილობა არ ემთხვევა, ნუ მიპასუხებ და თუ შენ ის ხარ ვისაც ვეძებ, მაგრამ არ გინდა მიპასუხო გამაგებინე, გაგიგებ, შენ თუ ნიკოლი გქვია და ხარ ჰოლანდიიდან და ფიქრობ, რომ ნიშცე დეპრესიაში გაგდებს, მომწერე. მე ის ბიჭი ვარ-კარლოსი, რომელმაც გუშინ საღამოს შენ და შენი მეგობარი სახლში მიგაცილეთ" ![]() ![]() ![]() ![]() ნიკოლი გამოეხმაურა კარლოსს და ისინი მომავალ კვირას ისევ შეხვდებიან, იმედია ასეთი გრანდიოზული ძალისხმევის შემდეგ ქალ-ვაჟის ურთიერთობაში ყველაფერი კარგად იქნება. 267 4-ს მოსწონს
|