კინო კჰალ დროგო - ქართველი 2018, 16 სექტემბერი, 14:41 სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთმა უდიდესმა ფან ბაზამ მსოფლიოში - Winter-is-coming.net -მა სერიალ "სამეფო კარის თამაშების" 50-მდე პერსონაჟი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს განაკუთვნა. ქართველ პერსონაჟად კი კჰალ დროგო დასახელდა. თუ რატომ, ამ კითხვაზე საიტი ასეთ პასუხს გვცემს: "საქართველო შესაძლოა ევროპაში ერთ-ერთი პატარა ქვეყანაა, მაგრამ არა შეუმჩნეველი. ამ ქვეყანას მომაჯადოებელი კულტურა აქვს. ისეთი, როგორიც დროგოს შეესაბამება. ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ წარმოუდგენლად უნიკალურია. მათ საკუთარი ანბანი აქვთ, მსგავსად დოთრაკიული ენისა სამეფო კარის თამაშებში. მომხიბლავი ენის გარდა საქართველო რელიგიურ საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევს. ქართველთა უმრავლესობა მართლმადიდებლურ ეკლესიას ეთაყვანება. ასეა კჰალ დროგოც, მას რწმენის ძლიერი გრძნობა გააჩნია. დოთრაკები თაყვანს დიდებულ სტალიონს სცემენ. ერთ-ერთ სცენაში დროგოს ცოლი ცხენის გულს მიირთმევს, რაც დოთრაკიული რიტუალის ერთ-ერთი ნაწილია. რა თქმა უნდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არანაირი მსგავსი რიტუალი არ არის, მაგრამ რომ ყოფილიყო დროგო ამას ნამდვილად მიესალმებოდა." ავტორი: თორნიკე ფხალაძე 666 4-ს მოსწონს
|