x
image
ციცი
Mediator image
მხატვარი, რომელმაც ფულის კუპიურებით სახლი აიშენა

image
























ირლანდიელმა, უმუშევრად დარჩენილმა მხატვარმა, ფრენკ ბაკლიმ ფულის კუპიურებით სახლი აიშენა. ძირითად სამშენებლო მასალად, მან გამოიყენა 1, 4 მილიარდი ევრო. მას შემდეგ, რაც ირლანდიის ცენტრალური ბანკისგან მიიღო უფლება, ბაკლიმ დააპროექტა და ახლა უკვე ცხოვრობს სახლში, რომელიც ააშენა ჩამოწერილი ბანკნოტებისგან. იგი ამბობს: " ხალხი მილიონებს დებს შენობაში, რომლებიც არაფრად არ ღირს, მე კი მსურს არაფრისგან შევქმნა რაღაც". და მართლაც მან ეს შეძლო. ბაკლიმ ჩამოწერილი ბანკნოტებისგან გააკეთა აგურები, რომელთაგან თითოეული შედგებოდა 40-50 ათასი ევროსგან. იდეა ასეთი სახლის აშენებისა, მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც იგი მუშაობდა ნახატზე, სადაც იგი იყენებდა ასევე გაუქმებულ ბანკნოტებს. ეს სახლი მხატვარმა ააგო ერთერთ მიტოვებულ ცენტრში, დუბლინში, რომელსაც "სახლი მილიარდ ევროდ" უწოდა. კედლები და ჭერი, რომელიც ევროს ნაკუწებით არის დაფარული, კარგად ინარჩუნებს სითბოს, ამიტომ მხატვრის სახლში ყოველთვის თბილა. მხატვარს სახლში აქვს მისაღები ოთახი, საპირფარეშო და შიდა პატარა ეზო. ახლა ბაკლი ფიქრობს სამზარეულოსა და ჰოლის დამატებაზეც. მხატვარი ამბობს, რომ ასეთი სახლი კარგად გამოხატავს თუ რაოდენ შეშლილია მსოფლიო და აფიქრებინებს მათ ფულის არსზე.

imageimageimageimageimageimage





10
176
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
176
  
2012, 8 ივლისი, 0:13
ეგ უკვე სხვა თემაა მაშინ :))
2012, 7 ივლისი, 17:05
გაუქმებული კუპიურები იყო, გადასაყრელი
2012, 7 ივლისი, 1:53
1,4 მილიარდი ევრო დახარჯა და ბომჯს გავს, გადახრილი კიარა გადმოხრილია
2012, 7 ივლისი, 1:51
ცაო დამწვიმე
2012, 6 ივლისი, 19:59
დუბლინიდან ასათიანზე წავა:D:D ისე ყველა მხატვარს აქვს გადახრები და არც ეს იქნება გამონაკლისი
2012, 6 ივლისი, 19:57
მე მინდა ამ კაცს ვურჩიო რომ ასათიანზე გვესტუმროს
2012, 6 ივლისი, 12:30
დაპრესილია კუპიურები და ადვილად არ მოეკიდება
2012, 6 ივლისი, 12:28
ადვილად აალებადი სახლი აქვს, ალბად სახლში ასანთსაც ვერ ანთებს*_*+1
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10