თავის მოვლა 10 ეფექტური გზა სახის კანის გასაახალგზრდავებლად სახლის პირობებში 2018, 16 სექტემბერი, 15:02 ნაოჭები ასაკში შესვლის, კანის მოუვლელობისა და არასწორი ცხოვრების წესის შედეგია. მართალია, დაბერებას ვერ გაექცევით, მაგრამ სტატიაში მოცემული 10 ხერხის გამოყენებით შეგიძლიათ, ნაოჭები ნაკლებად გამოსაჩენი გახადოთ და სახე მაქსიმალურად გაიახალგაზრდავოთ. მართალია, ნაოჭებთან საბრძოლველად უამრავი სახის კრემი არსებობს, თუმცა, ბუნებრივი გზა ყოველთვის მეტად სასურველია. მოწევისთვის თავის დანებებასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესსაც დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს გარეგნობაში. სტატიაში გთავაზობთ ნაოჭების წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველ ბუნებრივ გზებს. ნაოჭების მოშორებასახეზე ნაოჭების გაჩენა ძირითადად ასაკის გამო ხდება, ამას ემატება სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა თანდაყოლილი მიმიკები, მზისგან მოყენებული დაზიანება, მოწევა და კანის გამოშრობა. არ არსებობის ნაოჭების სამუდამოდ შეჩერების გზა, მაგრამ არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც ნაოჭების დაყოვნება და შენიღბვა შეგიძლიათ. კვერცხის ცილამოათავსეთ რამდენიმე კვერცხის ცილა პატარა ჯამში. წაისვით ის მთელ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. როცა გაშრება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ვიტამინი A და ვიტამინი B ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას და თანდათანობით მოშორებას. ზეითუნის ზეთიზეითუნის ზეთი კანს სინაზესა და ელასტიურობას უნარჩუნებს. დაძინებამდე წაისვით ხოლმე რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი სახეზე და ნაზად დაიმასაჟეთ. შემდეგ ფრთხილად მოიშორეთ პირსახოცით. მომდევნო დილას ნაზი და ჯანსაღი შესახედაობის კანით გაიღვიძებთ. ლიმონის წვენიდაძინებამდე 1 ლიმონის წვენით დაიმასაჟეთ სახეზე ნაოჭების მიდამოები. ლიმონის მჟავიანობა ნაოჭებს ნაკლებად გამოსაჩენს და კანს უფრო ნათელს ხდის. ხილი და ბოსტნეულიხილი და ბოსტნეული სავსეა A და D ვიტამინებით. ის კანს ჯანსაღ შესახედაობას უბრუნებს და აახალგაზრდავებს. თვალების ქვეშ გამონაბერის მოშორებათვალების ქვეშ გამონაბერები ასაკს გმატებთ. მართალია, უმეტესად ის ასაკის გამო ჩნდება, მაგრამ გადაღლილობას და უძილობასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამაში. ჩაის პაკეტებიჩაი ბუნებრივ ტანინს შეიცავს, რომელსაც ძველი თაობის ხალხი და მოდელები თვალების ქვეშ გაჩენილი "ბურთულების" მოსაშორებლად იყენებდნენ. მოათავსეთ 2 ჩაის პაკეტი თბილ წყალში და შემდეგ გასაციებლად ორიოდე წუთით შედეთ მაცივარში. დაიდეთ ერთი პაკეტი ერთ თვალზე 5 წუთის განმავლობაში. შედეგს ნამდვილად იგრძნობთ. ავოკადოდაღლილობა ხშირად მუქ "ბურთებს" აჩენს თვალებსი ქვეშ, გარეგნობაზეც ახდენს გავლენას და რამდენიმე წელს გმატებთ. ამ "ბურთების" მოსაშორებლად დაიდეთ თითოეული თვალის ქვეშ ავოკადოს ნაჭრები. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ნუშისა და რძის ნაყენი. კიტრითუ თქვენი თვალები წითელი და შეშუპებულია, მოათავსეთ კიტრის 2 თხელი ნაჭერი მათზე 30 წუთის განმავლობაში. კოვზებიაიღეთ 2 ლითონის სუფრის კოვზი და მოათავსეთ მაცივარში 10-15 წუთის განმავლობაში. როცა კოვზები გაგრილდება, დაიდეთ ქუთუთოებზე 30-60 წამის განმავლობაში. ცივი ლითონი შეშუპებას დაგიცხრობთ და დაღლილ თვალებს შვებას მოჰგვრის. პერიორალური ნაოჭების მოშორებახშირად, ასაკში შესვლის პირველი ნიშნები ცხვირ-ბაგის ნაკეცების, ღიმილის დროს ნაოჭების და მარიონეტული ხაზების გაჩენაა. მოწევამ შეიძლება ეს ნიშნები დააჩქაროს. ასე რომ, რთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ნაოჭების მოსაშორებლად უნდა გააკეთოთ, მოწევის შეწყვეტაა! ასევე, ქვევით მოცემული 2 ბუნებრივი საშუალებაც დაგეხმარებათ ამაში. კიტრი და კვერცხის ცილააიღეთ კიტრის ნახევარი, გაფრცქვენით და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ჩამოთალეთ იმდენად თხლად, რომ სითხედ გადაიქცეს. შემდეგ იგი ერთ კვერცხის ცილას შეურიეთ და მოურიეთ. დაიდეთ მიღებული ნარევი სახეზე, განსაკუთრებით პირის გარშემო. გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ სახე. მჟავე კომბოსტოდაიდეთ მჟავე კომბოსტო ნაოჭებზე 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ. მჟავე კომბოსტოს ჭამაც კარგი გზაა ნაოჭების თავიდან ასაცილებლად, რადგან ის დიდი რაოდენობით ვიტამინ A-ს შეიცავს. გისურვებთ ჯანმრთელობას!ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი 2. 7 ბუნებრივი გზა ნაოჭების მოსაშორებლად 3. 6 მარტივი ნიღაბი იდეალური სახის კანისთვის 2972 5-ს მოსწონს
|