საზოგადოებრივი გახსოვდეთ, ღამით სამუშაო დატვირთვა კიბოს რისკს ზრდის 2018, 15 სექტემბერი, 12:26 კანადელმა მეცნიერებმა მონრეალის უნივერსიტეტიდან დაასკვნეს, რომ ქალებში, რომლებიც ღამით მუშაობენ, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის რისკი იზრდება. ამის შესახებ MedicalXpress-ში გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. კვლევაში 13 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან. მათი საშუალო ასაკი 55-59 წელი იყო. მათ 6, 1%-ს სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ კეთილთვისებიანი სიმსივნის ესტროგენ რეცეპტორების (ER) და HER2-ის რაოდენობა ღამის საათებში იზრდებოდა. ამდენად, ქალებში, რომლებიც შუაღამიდან სამი საათის განმავლობაში მუშაობენ, კიბოს რისკი 12%-ით იზრდება, კვირაში სამჯერ ღამის 10-საათიანი ცვლის შემთხვევაში კი - 80%-ით. ამასთან, ეს მაჩვენებელი ნორმაში მხოლოდ ღამის ცვლიდან წასვლის შემდეგ 2 წელიწადში დგება. მეცნიერების თქმით, მკვლევარები ამ კავშირს ცერკადული რიტმის და კიბოს საწინააღმდეგოდ მოქმედი ჰორმონის, მელატონინის სეკრეციის დარღვევით ხსნიან. 16 1-ს მოსწონს
|