x
image
sweet one
მკერდის თვითგასინჯვა

imageიმისთვის, რომ ჯანმრთელი და მშვენიერი მკერდი შეინარჩუნო, ნებისმიერი პათოლოგიის გამოვლენას დროულად გირჩევ. ამაში კი თვითგასინჯვა დაგეხმარება.
* სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვისთვის საუკეთესო პერიოდი მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7, მე-10 დღეებია.
დიდი მნიშვნელობა აქვს თვითგასინჯვის პროცესს როგორ აწარმოებ. აუცილებელია თითოეული მოქმედება სწორი და დახვეწილი იყოს. ამ პროცესის სწორად წარმართვაში ეს სტატია დაგეხმარება.
მაშ ასე, დავიწყოთ:
image#1. სარკესთან დადექი და სარძევე ჯირკვლები გულდასმით დაათვალიერე. დააკვირდი, ხომ არ აღინიშნება კანის შეწითლება, ჩაღრმავება. დააკვირდი, ხომ არ არის შეცვლილი კერტების სიმეტრია და საერთოდ, რომელიმე ძუძუს ფორმა. დაათვალიერე ლიფიც, მასზე გამონადენის კვალი არ უნდა იყოს.
#2. მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ხელით გასინჯვის (პალპაციის)
დროს ასწიე მარჯვენა ხელი, მტევანი თავქვეშ ამოიდე, მარცხენა ხელის თითებით კი აწარმოე ფრთხილი როტაციული (წრიული) მოძრაობა ძუძუს გარშემო. არ უნდა გრძნობდე ტკივილს. შემდეგ ძუძუს თავს თითებით მოუჭირე (ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეს), გამონადენი ხომ არ გაქვს?


image#3. თვითგასინჯვა მწოლიარე მდგომარეობაშიც შეიძლება. ტექნიკა იგივეა,
მხოლოდ თავქვეშ ბალიში ამოიდე, რომ გულმკერდმა ცოტა მაღლა წამოიწიოს.

#4. ბევრი ქალი მკერდის პალპაციას შხაპის ქვეშ აწარმოებს. საპნიანი თითებით სველ ზედაპირზე მოძრაობების შესრულება და კვანძოვანი წარმონაქმნებისა და შემკვრივებების აღმოჩენა საკმაოდ მარტივია.

ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენისთანავე, ყოველმიზეზგარეშე მიმართე მამოლოგს. ხომ იცი, დაავადება პირველ სტადიაზე ბევრად უფრო ადვილად დასამარცხებელია.


+image საინტერესო ინფორმაცია:

სიყვარულის ბიოქიმია - სიყვარული წონაში გაკლებინებს: გაირკვა, რომ შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, წარმოიქმნება ნაკლები დაღლილობის ჰორმონი და მეტი ეიფორიის გამომწვევი ჰორმონები. ასე რომ, გიყვარდეს და იყავგი უკეთეს ფორმაში.

0
721
7-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0