x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„სახეებზე დააკვირდით“ - მაკაკების ფოტო თბილისის ზოოპარკიდან

image

თბილისის ზოოპარკის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა ფოტო, რომელზეც დაფიქსირებულია მაკაკების თამაში.


„თუ გეგონათ, რომ ცხოველებს სახის მიმიკებით ემოციების გამოხატვა არ შეეძლოთ, ახლავე ჩაგიყრით მაგ კოვზებს ნაცარში. აი, ბერბერული მაკაკების მაგალითი ავიღოთ. ჩვეულებრივ, მშვიდ სიტუაციაში ჩვეულებრივი, მშვიდი სახეები აქვთ. მაგრამ როცა პატარას ეთამაშებიან, იბადრებიან, იღიმიან, იცინიან. მართლა იცინიან, გულწრფელად და მთელი გრძნობით. თან პირებს აცმაცუნებენ, თითქოს რაღაცას ესაუბრებიან ბავშვს. რას? ალბათ იმას, რასაც ჩვენ, როცა შვილებს ვეფერებით. საერთოდ, მაკაკები კბილების დაკრეჭით აგრესიასაც გამოხატავენ. გაშინებენ თავისებურად. თუმცა სიტუაციას გააჩნია. ამ შემთხვევაში, ამ ღიმილს არაფერი აქვს საერთო აგრესიასთან.


პირიქით. ეს მიმიკა დადებითი განწყობის, სითბოს, ალერსის გამომხატველია. დასცქერი ფოტოს და უნებურად ჩვენი, ადამიანური სურათები გახსენდება - ლოგინში მოკოტრიალე ახალშობილს რომ დავხარით გაბრწყინებული სახეებით" - წერია ზოოპარკის მიერ გავრელებულ პოსტში.image

0
254
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0