სიახლეები ეს მხოლოდ მცირეა იმ ჩამონათვალთაგან, რასაც მარიხუანას აქტიური მოხმარება იწვევს 2018, 13 სექტემბერი, 11:30
ეს მხოლოდ მცირეა იმ ჩამონათვალთაგან, რასაც მარიხუანას აქტიური მოხმარება იწვევს, წაიკითხეთ და დარწმუნდით, რომ თავისუფლება და ბედნიერება არა მარიხუანაში და ნარკოტიკებში, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესშია!
• მარიხუანა იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის შესივებას, თვალის ანთებას; • მარიხუანა იწვევს პულსის გახშირებას, გულის ცემის გაძლიერებას; • მარიხუანა იწვევს არტერიული წნევის მომატებას ან დაცემას; • მარიხუანა არღვევს მოძრაობის ფუნქციებს; • მარიხუანა იწვევს მოთენთილობას; • მარიხუანა იწვევს ძილიანობას; • მარიხუანა იწვევს ორგანიზმის ტემპერატურის ცვალებადობას; • მარიხუანა იწვევს თავის ტკივილს; • მარიხუანა იწვევს თავბრუსხვევას; • მარიხუანა იწვევს გულისრევის პროვოცირებას; • მარიხუანა იწვევს შიმშილის შეგრძნებებს; ეფექტები, რომელსაც მარიხუანა იწვევს ადამიანის ქცევებში: • მარიხუანა ხელს უწყობს რელაქსაციის პროცესს; • მარიხუანა ანელებს ფსიქომოტორულ (მოძრაობითი) აქტიურობას; • მარიხუანა აუარესებს ყურადღების კონცენტრაციას, ხელს უშლის სიტუაციის ადეკვატურად შეფასების უნარს; • მარიხუანა ამცირებს ავტომობილის მართვის და ყველა იმ საქმიანობის უნარს, რომელიც საჭიროებს ყურადღებას; • მარიხუანა იწვევს საუბრის აჩქარებას და შეუკავებელ ყბედობას; ემოციური ეფექტები, რომელსაც იწვევს მარიხუანა: • მარიხუანა იწვევს ეიფორიას, კეთილდღეობის შეგრძნებას; • მარიხუანა იწვევს უზრუნველ მდგომარეობას, რომელიც მონაცვლეობს მოუსვენრობასა და შინაგანი შფოთის მდგომარეობასთან; ნერვოფსიქოლოგიური ეფექტები, რომელსაც იწვევს მარიხუანა: • მარიხუანა იწვევს მოკლევადიანი მეხსიერების, გაგების და რაიმე ამოცანის შესრულების უნარის გაუარესებას; • მარიხუანა იწვევს დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვას; • მარიხუანა იწვევს აპათიას; • მარიხუანა ამძაფრებს მხედველობით, სმენის და ყნოსვის შეგრძნებებს; • მარიხუანა იწვევს მოტივაციის ნაკლებობას; • მარიხუანა ამცირებს ტკივილის შეგრძნების ბარიერს; • მარიხუანა იწვევს სექსუალური ემოციების ცვლილებებს; • მარიხუანა იწვევს ჰალუცინაციებს; • მარიხუანა იწვევს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების, აღქმის უნარის დაკარგვას; • მარიხუანა იწვევს ფსიქოზს (განსაკუთრებულად დიდი დოზა); მარიხუანას ზემოქმედება ტვინზე გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს პოსტიდან გიორგი ქაცანაშვილი - ბოლომდე არც წამიკითხია მარა...ხო არ ღადაობ?? ბედნიერების და სიცილის მეტს არაფერს არ იწვევს გაგა კურტანიძე - უეჭველი ესეც მარიხუანას პრიხოდში დაწერე ამსაც იწვევს ლიზა მაღრაძე- გახდომას არ იწვევს? 158 6-ს მოსწონს
|