x
image
lady.ge
ალადები რომლითაც წონაში იკლებთ

imageმინდა გაგიზიაროთ უნიკალური ოლადების რეცეპტი, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი ვისაც წონაში არათუ მომატების ეშინია, დაკლებას ცდილობს გამწარებული. ოლადები რომელიც ყაბაყისგან მზადდება, შეიცავს ინგრედიენტებს რომელიც სხეულში ცხიმების წვას ააქტიურებს. ამასთან ერთად გემრეიელი, სასარგებლო და ყუათიანი საკვებია. ამგვარი ოლადების მოსამზადებლად დაგჭირდებათ, ერთი მოზრდილი ყაბაყი, ერთი სუფრის კოვზი ფქვილი, ცოტაოდენი თხის ან ნებისმიერი სახის ცხიმმოხდილი ყველი, ერთი კვერცხი, სოდა და ერთი სუფრის კოცზი არაჟანი.


მომზადების წესი:


ყაბაყი გაასუფთავეთ ქერქისგან, შემდეგ ოდნავ წახარშეთ მარილიან წყალში, გადმოდგით, გააცივეთ და დააბლენდერეთ წვრილად დაჭრილ ყველთან, კვერცხთან და არაჟანში არეულ სოდასთან ერათად, ამ ყველაფერს დაუმატეთ ფქვილი, ცოტაოდენი დაფქული პილპილი და ეს მასა ოლადის ფორმით შევწვათ ტაფაზე. ყაბაყის ოლადებს ძალიან უხდება უცხიმო არაჟანი და პომიდვრის ცოცხალი სოუსი.


გემრიელად მიირთვით

2
5444
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
5444
  
2012, 11 ივლისი, 2:37
აუ ვიცი მაგარი გემრიელი კი იყო რო გავსინჯე :D
2012, 6 ივლისი, 3:09
რამე ისეთი მიშოვე პირიქით რო მოვიმატო, ოგონდ რეალური... 10 პოსტს დაგილაიქებ
0 1 2