x
image
ცუდი ბავშვი
ნამდვილი ამბავი ტყის სული ცხოველის კუდით და ადამიანის სხეულით

image

სამუშაოს შემდეგ შაბათ კვირას ქალაქგარეთ გასეირნება გადავწყვიტე მთაში ველოსიპედით, მინდა სუფთა ჰაერი ჩავისუნთქო და გონება გავათავისუფლო დაძაბული ფიქრებისგან, მივუყვები ნელნელა ბილიკებს და თან გარშემო ბუნებას ვათვალიერებ, უეცრად ჩემს წინ ვიღაც თმა აჩეჩილი სხეულით ხეს ამოფარებული დავინახე და ტანში დამბურძგლა როდესაც მისი თეთრად მოელვარე კატასავით თვალები შევამჩნიე, გავჩერდი, ერთმანეთს შორიდან ვათვალიერებთ, მას სახე სულ მთლად ჭუჭყიანი და გამურული ჰქონდა, ამ გამურილი სახიდან მისი თეთრი კბილები კარგად ჩანდა, ის მიღიმოდა. მინდოდა უფრო ახლოდან მენახა და გამერკვია ვინ იყო, მოძრაობა გავაგრძელე თუ არა ადგილიდან მოსწყდა და გაიქცა ტყეში, ცნობისმოყვარეობამ მძლია, მას ფეხით ავედევნე და ველოსიპედი იქვე დავტოვე რადგან ამით გზას ვეღარ გავაგრძელებდი, უცნაური არსება მირბოდა ოთხით, ხელებით და ფეხებით როგორ ძაღლი, მას კუდიც კი ჰქონდა მაგრამ სახე და სხეული ადამიანისას ძალიან უგავდა, კილომეტრზე მეტი ხნის სირბილის შემდეგ მოჩვენება პატარა სოროში შეძვრა და გაუჩინარდა, ჯიბიდან პატარა დანა და ფანარი ამოვიღე, ხელში მოვიმარჯვე შემდეგ მეც სოროში შევედი, მივყვები ამ სოროს და დასასრული არ უჩანს, თანდათან რაც უფრო სიღრმეში შევდივარ მით უფრო ბნელდება, მოულოდნელად ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და მიწის ქვეშ სამი მეტრის სიღრმეზე ჩავვარდი. ფანარით ირგვლივ მიმოვიხედე და რას ვხედავ, ყველგან მიწის ქვეშა დიდი და პატარა გასასვლელი და სოროებია, საით მიდიოდა ეს გზები არვიცი და ეს რა გამოქვაბულია ვერ გეტყვით. უკან ამოვძვერი და სახლში წამოვედი. არ მინდა ამ ადგილის საჯაროდ გამხელა და მთელი ქვეყნისთვის გაგება რადგან ის უცნაური რაღაც ცხოვრობს იქ და არ მინდა ვინმემ შეაწუხოს. ჯერჯერობით მინდა მე პირადად კარგად გავეცნო და გამოვიკვლიო ეს ადგილი შემდეგ კი თუ მოვიფიქრებ აუცილებლად გავასაჯაროებ.

0
148
5-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0