საზოგადოება შაკირასა და პიკეს სახლის ძარცვისთვის ქართველი კანონიერი ქურდი "გოგიტა" დააკავეს 2018, 10 სექტემბერი, 14:56 ესპანური მედიის Estrella Digital-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონაში ე.წ. კანონიერი ქურდი გოჩა მაისურაძე, ზედმეტსახელად "გოგიტა" დააკავეს.
ცნობილია, რომ 6 ივნისს პოპ ვარსკვლავის, მომღერალი "შაკირასა" და ცნობილი ფეხბურთელის "ჟერარ პიკეს" სახლი გაძარცვეს. ყველამ ვიცით, რომ წყვილი ქორწინებაშია და მათ ორი საერთო შვილი ყავთ. ასევე ესპანური მედიის Estrella Digital-ის ინფორმაციით, ძარცვაში ბრალდებული გოჩა მაისურაძე იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა არაერთ ძარცვას და ასევე "ნარკოტიკული" საშუალებებით ვაჭრობას. (იხ: ვიდეო) "იმ ბანდებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, "გოგიტას" ნაქურდალის გაყიდვიდან მიღებული თანხის 50%-ს უხდიდნენ, ურჩ კრიმინალებს კი მაისურაძე სჯიდა. ვენდეტები, ცემა, ადამიანების გატაცება და წამება – სამაგიეროს მათ "გოგიტა" ასე უხდიდა" – წერს გამოცემა Estrella Digital-ი. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი მომღერალი "შაკირა" და ცნობილი, კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარდ პიკე ერთ-ერთი ცნობილი წყვილია. შაკირა 10 წლით უფროსია პიკეზე, თუმცა მსგავსი ასაკობრივი სხავაობა მათ ბედნიერებას ხელს სულაც არ უშლის და წყვილს ორი საერთო ვაჟი ყავს. არაერთხელ წერდა ყვითელი პრესა მათი დაშორების შესახებ, თუმცა ეს დეზინფრმაცია იყო, ისინი კვლავ ერთად არიან და ბარსელონაში ცხოვრობენ. 306 13-ს მოსწონს
|