x
image
თამილა გურაშვილი
ამერიკა სირიაში "თავის" ტერიტორიებზე სამხედრო დარტყმას ელოდება რუსეთისგან
image
აშშ-ს სამხედროები ელოდებიან რუსეთისგან სამხედრო დარტყმას სირიაში მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. სამხედრო წყაროებმა CNN- ს განუცხადეს, რომ რუსულმა მხარემ სირიაში ვაშინგტონის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ორჯერ გააფრთხილა.

მათი თქმით, მოსკოვი მიიჩნევს, რომ სირიაში ამერიკელების დაცვის ქვეშ უკანონო შეიარაღებული ჯგუფებია. როგორც ტელეარხი აღნიშნავს, გაფრთხილებამ გამოიწვია სამხედრო ძალების შეშფოთება, ისინი ამბობენ, რომ აღმოჩნდებიან საფრთხის წინაშე, თუ სირიის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალები გააგრძელებენ თავდასხმებს.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ჰომსის პროვინციაში აშშ-ს კოალიციის ეტ-ტანფის- ბაზა. ვაშინგტონი შიშობს, რომ რუსი სამხედროები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საჰაერო დარტყმებს მიაყენებენ, სადაც სავარაუდოდ, ოპოზიციის რაკეტებია განთავსებული.

კონფრონტაციაში, აშშ-ს სამხედროები შეუსაბამოდ ჩაითვლებიან. ისინი თავის მხრივ ეცდებიან, დაიცვან თავი თავდასხმის დროს და იმოქმედონ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნებართვის გარეშე. "ჩვენ ვურჩევდით მას [რუსულ მხარეს], რომ თავი დაანებოს ეტ-ტანფს, ჩვენ მზად ვართ საპასუხო ქმედებისთვის" - განაცხადა წყარომ.


ამჟამად სირიის არმია ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის. 4 სექტემბერს რუსეთის კოსმოსურმა თავდასმსხმელმა ძალებმა იდლიბის რეგიონის ფართომასშტაბიანი დაბომბვა ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ზუსტი დარტყმებით გაანადგურეს საწყობი, სადაც თავდამსხმელი თვითმფრინავები იმყოფებოდა და საწყობი ასაფეთქებელი ნივთიერებებით.

შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში დაიწყო 2011 წელს. იგი მოიცავს სამთავრობო ძალებს, რომლებიც მოქმედებენ ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან ერთად, ასევე ოპოზიციასა და სხვადასხვა ისლამისტურ დაჯგუფებებს.

ამჟამად, იდლიბი ქვეყნის ერთადერთი ძირითადი რეგიონია, რომელსაც უკანონო შეიარაღებული ჯგუფები აკონტროლებენ. მასზე კონტროლის აღსადგენად სირიაში ფართომასშტაბიანი დაპირისპირება მიმდინარეობს.


0
172
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0