x
image
ჯუზეპე
წინასაოლიმპიადოდ კიდევ ერთი საუკეთესო გამოსვლა ძიუდოისტებისა!
image

16-17 ივნისს საქართველოს ძიუდოს ნაკრები იმყოფებოდა არგენტინაში ქალაქ ბუენოს-აირესში მსოფლიოს თასზე, სადაც ჩვენმა ლომებმა 5 ოქრო მოიპოვეს.ჩვენმა ბიჭებმა ჭარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები აიღეს: 60, 66, 81, 100 და +100 კგ.წონით კატეგორიებში.(60 კგ)ბეთქილ შუკვანი, (66 კგ)ლაშა შავდათუაშვილი, (81კგ.)ავთანდილ ჭრიკიშვილი, (100კგ.)ლომერ ჟორჟოლიანი და (+100კგ.) ადამ ოქროაშვილი.

აღსანისნავია ის ფაქტი, რომ ჩვენმა ბიჭებმა ეს შეხედრები უმეტეს შემთხვევაში სუფთა მოგებებით დააგვირგვინეს.60 კგ.-ში შუკვანმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე წმინდად მოიგო, ასევე ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც ხუთი შეხვედრიდან ოთხი სუფთად მოიგო და ბოლო მოგება, ფინალი მან 10 წამში მოუგო არგენტინელ ფალავანს.ასევე წარმატებით იასპარეზეს დანარჩენ სამ წონით კატეგორიაშიც.

ამჟამად ჩვენი ნაკრები იმყოფება წინასაოლიმპიადო მოსამზადებელ ვარჯიშებზე საზღვარგარეთ.კერძოდ ჩეხეთსა და ესპანეთში, რომლის მოვლის შემდეგაც მათ აქვთ შეკრება დუშეთში, საიდანაც ისინი გაემგზავრებიან ოლიმპიადაზე და იმედია არ დაარღვევენ ტრადიციას და კვლავ ასახელებენ სამშობლოს, არაერთგზის, ოლიმპიადაზე.


ვუსურვოთ წარმატება!!!

image

1
59
5-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
59
  
0 1 1